in ,

VELLINO – ქართული ღვინის ბაზარს ახალი ბრენდი შეემატა

Startauperi
Startauperi
 ბექა ჯიმშელაძე
ბექა ჯიმშელაძე

VELLINO ღვინის ახალი ქართული ბრენდია, რომელიც 1 ოქტომბრიდან გამოჩნდა ბაზარზე.  ამ ეტაპზე მომხმარებლებს VELLINO-ს 2015 წლის საფერავის შეძენა შეუძლიათ, 2017 წლის გაზაფხულიდან კი, ბრენდს რამდენიმე სახეობის ღვინო შეემატება. VELLINO-ს დამფუძნებელი, 24 წლის ფინანსისტი, ბექა ჯიმშელაძე ამ საქმეს დამოუკიდებლად უძღვება. მან მარკეტერთან ისაუბრა ღვინის წარმოების, ბრენდინგისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

bog
bog-mob

M: მოგვიყევით VELLINO-ს შესახებ, როგორ წამოიწყეთ ეს ბიზნესი?

ყოველთვის მინდოდა შემექმნა ჩემი ხელით რამე ისეთი, რაც შემდგომში შემოსავლის წყაროც შეიძლებოდა ყოფილიყო. ღვინის წარმოების დაწყება განაპირობა იმან, რომ კახეთში დავიბადე და გარემომ ღვინისადმი განსხვავებული ინტერესი ბავშვობიდანვე ჩამომიყალიბა. ვფიქრობ, საქმის კეთება ყველაზე სასიამოვნო მაშინ არის, როდესაც მომხმარებლისთვის შესათავაზებელ პროდუქტს საკუთარი ხელით ქმნი. 2016 წელს ეკონომიკის სამინისტროს პროგრამაში, „აწარმოე საქართველოში“ მივიღე მონაწილეობა და გრანტი მოვიგე. ამ თანხით შევიძინე ღვინის საწარმოო ინვენტარი და  საქმეს შევუდექი.

გამომდინარე იქიდან, რომ კახური ღვინო ყოველთვის ასოცირდება ქვევრის, ტანინიან და ძლიერ ღვინოსთან, მინდოდა ჩემი ღვინო ცოტა განსხვავებული ყოფილიყო. VELLINO-ს ამ ეტაპზე კლასიკური მეთოდით დამზადებული ნატურალური ღვინო აქვს. ამ ცოტა ხნის მიუხედავად ბრენდმა უკვე დაიმსახურა არაერთი დადებითი შეფასება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მომხმარებლებისა და კვალიფიციური შემფასებლების მხრიდან.

14721489_302261220159390_3784548476135930707_n

M: როგორ ართმევთ თავს ამ საქმიანობას დამოუკიდებლად?

სამსახურის მიუხედავად, დამოუკიდებლად ვუძღვები ამ საქმეს ყველა ეტაპზე. მოგეხსენებათ, ღვინის დაყენება ხანგრძლივი პროცესია და მუდმივ ყურადღებას საჭიროებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროისთვის დიდი წარმოება არ მაქვს, ასე თუ ისე, მარტივად ვართმევ თავს. ჩემი მარანი თბილისთან ახლოს, გარე კახეთში, სოფელ კაკაბეთში მდებარეობს და დედაქალაქიდან ავტომობილით მგზავრობას მხოლოდ 45 წუთი სჭირდება, რაც ძალიან მიადვილებს ღვინის მოვლას და მაძლევს საშუალებას, რომ ხშირად ჩავაკითხო.

M: როგორ შეარჩიეთ სახელი და დიზაინი?

სახელი სრულად ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. მინდოდა ისეთი სახელი ყოფილიყო, რომელიც იქნებოდა ჟღერადი, მარტივად დასამახსოვრებელი, ღვინოსთან ასოციაციასაც გამოიწვევდა და ვიზუალითაც მოუხდებოდა ბოთლს. ეტიკეტზე ზუსტად 2 კვირა ვმუშაობდი დიზაინერთან ერთად და ამ ხნის განმავლობაში მოსაწონი ვარიანტი ვერ შევარჩეთ. ერთ საღამოს გენიალური იდეა მომივიდა: ავიღე იმ ვენახების სატელიტური ფოტო, რომლიდანაც ჩემი ღვინისთვის ყურძენს ვკრეფ, დავადეთ შესაბამისი ეფექტი და ასე გამოგვივიდა საკმაოდ ორიგინალური ეტიკეტი.

vellino

 

M: რა რაოდენობით იწარმოება VELLINO და სად იყიდება?

2015 წლის მოსავლის, დაახლოებით, 3 500 ბოთლი გამოვიდა. წელს უფრო მრავალფეროვანი რთველი გვქონდა და შესაბამისად, 2016 წლის ღვინო დაახლოებით 12 000 ბოთლი იქნება. VELLINO-ს შეძენა თბილისის თითქმის ყველა კარგ ღვინის მაღაზიაში, ან ბარშია შესაძლებელი: „ვინოგრაუნდი“, „ვინოთეკა“, „ღვინის მაღაზია აღმაშნებლის 15_ში“, არტ კაფე „ამო-რამე“, „ზოესთან“ და ა.შ ვგეგმავ ვითანამშრომლო, ასევე ჰიპერმარკეტებთანაც, როგორიცაა: „სმარტი“, „გუდვილი“ და „კარფური“.

M: ქართულ ბაზარზე ღვინის ბრენდები მომრავლდა. რა გამოარჩევს VELLINO-ს კონკურენტებისგან?

აქცენტს ღვინის ხარისხზე ვაკეთებ,- ვაწარმოებ მცირე რაოდენობით, მაგრამ მაღალი ხარისხის ნატურალურ ღვინოს. მიუხედავად იმისა რომ ამდენი სახეობის ღვინო არსებობს ბაზარზე, არცერთი მათგანი არ გავს დანარჩენს, ყველა ინდივიდუალური და განსხვავებულია. ასევეა VELLINO, ის თავისი ინდივიდუალიზმით ძალიან დადებითად ამახსოვრებს თავს მომხმარებლებს. ასევე, ვფიქრობ, ეტიკეტის დიზაინი ქართული ბაზრისთვის განსხვავებულია და ყურადღებას იქცევს. დანარჩენი უკვე მომხმარებელმა უნდა შეაფასოს.

unnamed (6)

M: რა სირთულეები შეგხვდათ და როგორ უმკლავდებით მათ?

ძირითად სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ბაზარზე VELLINO ახალი ბრენდია და ნაკლები ცნობადობა აქვს. თუ პოტენციური მომხმარებელი პროდუქტს არ იცნობს, შესაბამისად, ვერ იქნება მათი მხრიდან ამ პროდუქტზე მოთხოვნა. როგორც შემიძლია ვცდილობ, რომ VELLINO ხალხს გავაცნო, მაგრამ რეკლამა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამ ეტაპზე მაქვს Facebook გვერდი და მისი საშუალებით ვაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას ჩემი პროდუქტისა და სიახლეების შესახებ.

M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

გაზაფხულიდან უკვე მექნება სიახლეები ღვინის სახეობებში. ასევე, ძალიან მალე დავიწყებ არყის წარმოებასაც. 2017 წლიდან კი, ვგეგმავ ამ ბიზნესს დავუკავშირო ტურისტული ხაზი, თუ როგორ, ეს სიურპრიზად დავტოვოთ.unnamed (8) cover vellino

3D დაბრუნდა ცოტა ხნით!

ჰელოუინის ზომბი ASUS–ის ZenFone 3–ზე ნადირობს