ზამთრის განმავლობაში მთელ მსოფლიოში უამრავი ტბა იყინება. ამ შესაძლებლობას ბევრი საკმარისად გაბედული ადამიანი საინტერესო ასპექტით იყენებს – გაყინული ზედაპირი, როგორც ციგურებით სრიალის საშუალება ან, უბრალოდ ფეხით “ექსტრემალური გასეირნების” გამოცდილება. The Q-ს სახელით ცნობილი ინჟინრისთვის კი ყინულოვანი რელიეფი საშიში შემოქმედების ინსპირაციად იქცა. ინოვაციურმა თავზეხელაღებულმა ველოსიპედის ჩვეულებრივი ბორბლები გიგანტური ფოლადის მხერხავი დისკებით შეცვალა.
როდესაც The Q-მ პირველად გამოიყენა გარდაქმნილი ველოსიპედი, ყინულის ზედაპირი მალევე გაიჭრა და გადაადგილება შეუძლებელი გახდა. ხარვეზის მოსაგვარებლად, ინჟინერმა დისკებისთვის დამატებითი ლითონის ნაწილები გამოიყენა. შედეგად, ინჟინერმა წარმატებას მიაღწია.