in

სუვენირების სარეალიზაციოდ შექმნილი ვენდინგ მანქანები – ჯემალ მაზანაშვილის ბიზნეს ამბავი

Startauperi
Startauperi

„საქართველოში იმპორტირებული ვენდინგის მანქანების უმეტესობა წარმოადგენს ყავისა და snack-ის აპარატებს, რომლებსაც ძირითადად, აქვთ სტანდარტული პარამეტრები. საჭიროებიდან გამომდინარე, გამიჩნდა სურვილი, ადგილობრივად დამემზადებინა მრავალფუნქციური და განსხვავებული პარამეტრების ვენდინგის მანქანები“, – ჯემალ მაზანაშვილი 54 წლის მათემატიკოსია, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში აწარმოებს სუვენირებს ტურისტული სეგმენტისთვის.

ჯემალმა საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის, ინჟინერ-პროგრამისტად მუშაობის დროს დაგროვილი აპარატურის მართვის გამოცდილება გამოიყენა და თავად დაიწყო ვენდინგ მანქანების დამზადება. რა მთავარი უპირატესობები აქვს საქართველოში დამზადებულ ვენდინგ მანქანებს იმპორტირებულთან შედარებით და იგეგმება, თუ არა მათი რეალიზაცია, ამას ჯემალ მაზანაშვილტან ინტერვიუდან შეიტყობთ:

M: რატომ გადაწყვიტეთ სუვენირების სარეალიზაციოდ, დამატებითი არხის გამოყენება? და რა წინააღმდეგობებს შეხვდით?
გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემ მიერ წარმოებული სუვენირების რეალიზება მომეხდინა ტურისტული თავშეყრის ადგილებში, რამაც წარმოშვა იდეა, რომ ეს განმეხორციელებინა ვენდინგის მანქანის საშუალებით, რაც ამ პროცესს გახდიდა მეტად კომფორტულს და ჩემს  ბიზნესპარტნიორ ლევან ჯაფარიძესთან ერთად დავაფუძნე შპს „ვენდინგო“. იდეის განხორციელებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ვენდინგის მანქანის მაკომპლექტებელი ნაწილების მცირე რაოდენობით შეგროვება. M: რა არის საქართველოში დამზადებული ვენდინგ მანქანების მთავარი უპირატესობა?
საქართველოში წარმოების უპირატოსება არის სხვადასხვა პარამეტრის, დიზაინისა თუ ფუნქციის ვენდინგის მანქანების დამზადების შესაძლებლობა. კიდევ ერთი და ალბათ, მთავარი უპირატესობა არის ისიც, რომ შევძელით საბანკო ბარათით გადახდის ფუნქციის დამატება, რაც შემოტანილ მანქანებს არ აქვს. ასევე, ჩვენ მიერ წარმოებული ვენდინგის მანქანების ტექნიკური მომსახურება არის უფრო მარტივი, ვიდრე იმპორტირებულისა.

M: სად განთავსდა თქვენ მიერ დამზადებული ვენდინგ მანქანები?
პირველი, სატესტო ვენდინგ მანქანის დაკვირვებისათვის გვესაჭიროებოდა განსაკუთრებული პირობები: ტექნიკური პრობლემის დროს სწრაფი რეაგირება, მომხმარებლების რეაქცია ახალ სერვისსა და ინტერფეისზე, ვანდალიზმის გამორიცხვა. ამისთვის კი შესაფერისი ადგილი აღმოჩნდა სტომატოლოგიური კლინიკა. გარდა ამისა, ტურისტულ სეგმენტზე გათვლილი ვენდინგის მანქანაც განთავსებულია სასტუმროში. ორივე შემთხვევაში ჩვენი იმედები გამართლდა. M: რა მიმართულებით აპირებთ განვითარებას? გეგმავთ, თუ არა თვითონ ვენდინგ მანქანების რეალიზაციას?
ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ჩვენივე პროდუქციის რეალიზებისთვის ვიყენებთ ჩვენს ვენდინგ მანქანებს, თუმცა მომავლისთვის იგეგმება თვითონ ვენდინგის მანქანების რეალიზაცია. ველოდებით საინტერესო იდეებსა და შემოთავაზებებს, რომლის ფარგლებში შევქმნით სპეციალიზირებულ ვენდინგის მანქანებს და მოთხოვნის შესაბამისად გავზრდით წარმოებას. განვითარების რაღაც ეტაპზე შესაძლებელი იქნება მინი მარკეტის შექმნა, მომსახურე პერსონალის გარეშე.

Portfolio Review 2017-ის შედეგები და რევიუერების შეფასება!

ცუდი ონლაინ რევიუ – კარგი შესაძლებლობა ბიზნესისთვის! 5 რჩევა მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისთვის