18
Nov
2019

Amazon, Google, Black Friday და ქართული Vendoo – ბრენდის ისტორია და მიზნები

18 Nov 2019

Vendoo“ თავს მოუყრის ყველა სახის პროდუქციას, რომელიც საქართველოში იწარმოება, ან უცხოეთიდან შემოდის. მომხმარებელს კი, „ამაზონის“ ქართულ ალტერნატივას შეუქმნის, სახლიდან გაუსვლელად, სასურველი ნივთის შეძენა რომ შეძლოს“, – დაახლოებით, ერთი წლის წინ გავრცელდა ეს ინფორმაცია და 2019 წლის მაისიდან, საიტმა ფუნქციონირებაც დაიწყო.

მომწოდებელმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, რომ Vendoo – ონლაინ სავაჭრო პლატფორმა, მაგალითად, ელექტრონიკის შემომტანი ბრენდი იყო, ამბიციური გეგმებით და შესაბამისად, მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა, მით უფრო, დამოკიდებულებას „ვენდუს“ გაცხადებული მისიაც უმყარებდათ, რომ: „Vendoo უნდა გახდეს პლატფორმა, რომელიც მომხმარებლის ცნობიერებაში პირველ ადგილს დაიკავებს ყველანაირ პროდუქტზე ინფორმაციის მისაღებად თუ სავაჭროდ“.

რეალურად, სახელს არანაირი კავშირი არ აქვს შოპინგთან, ონლაინთან, ვაჭრობასთან, თუმცა სწორედ აქ იმალება მისი გრძელვადიანი მიზნებიც: როგორც Google-მა მოახერხა და სიტყვა „დაგუგვლა“ იქცა ნებისმიერი ინფორმაციის სწრაფად მოძიების სინონიმად, ასევე სურს Vendoo-საც. ხომ გითხარით, ბრენდს ამბიციური გეგმები აქვს, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ 20 ნოემბერს დააანონსებს, როგორი იქნება პირველი ქართული Black Friday და წინა საახალწლო კამპანია. ასევე, Vendoo ამ კამპანიას ყოველწლიურ სახეს მისცემს და მომავალი ასე წარმოუდგენია –  კომპანიის ზრდასთან ერთად, ფასდაკლებების გლობალურ ტრადიციაზე, საქართველოში მომხმარებლებს Vendoo უნდა გაახსენდეთ.

ანუ, უფრო ზუსტად, რა არის „ვენდუ“? – ონლაინ სივრცე, სადაც კომპანიებს, იმისთვის, რომ აქ იყვნენ წარმოდგენილები, არ უწევთ იჯარის გადახდა, რემონტისთვის დამატებითი ხარჯების გაღება, ცხელი ხაზის მომსახურებაზე ზრუნვა და სხვა. რეალურად, პლატფორმა, მომწოდებლებთან, სხვა დიდ თუ მცირე ბიზნესთან თანამშრომლობის გარეშე, სიცოცხლისუნარიანი ვერ იქნება. მომწოდებლები, საკომისიოს გადახდით, Vendoo-ზე თავიანთ პროდუქციას ათავსებენ და ფასსაც თავადვე ადებენ. ამ ეტაპზე მუშავდება მერჩანტის პორტალი, სადაც მათ ე.წ. პირადი კაბინეტი ექნებათ და თავადვე შეძლებენ პროდუქტის რედაქტირებას, ჩანაცვლებას, ღირებულების ცვლილებას, სტატისტიკის მიღებასა და ინფორმაციის სხვადასხვა ჭრილში აღქმა-დამუშავების შესაძლებლობას.

ლაშა მაჭავარიანი

„ვენდუს“ კონცეპტუალური განსხვავება ბაზარზე არის ის, რომ ბრენდს სურს, საბოლოო ჯამში, თითოეულ მომწოდებელს საკუთარი ბიზნესი, ძალიან ღრმა ანალიტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ონლაინ ამართვინოს, – ამბობს ლაშა მაჭავარიანი, Vendoo-ს CEO.

ჯერჯერობით კი, ბაზარზე, მაინც იმის დამტკიცება უწევს, რომ „ვენდუ“ კომპანიებისთვის არა კონკურენტი, არამედ დამატებითი არხია იმისთვის, რომ თვისობრივად, ახალ მომხმარებლებთან წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რაც თავის მხრივ, პროდუქციის გაყიდვაში დაეხმარებათ.

მიუხედავად ბრენდის მიმართ არსებული ეჭვებისა, „ვენდუმ“ მალე შეძლო კომპანიებთან ურთიერთობის დალაგება და როგორც ლაშა მაჭავარიანი ამბობს, პრაქტიკულად ყველა შემომტანი კომპანია პლატფორმაზეა წარმოდგენილი. მაისიდან დღემდე სტატისტიკაა კი ასეთია: რას ნიშნავს Vendoo-ს პარტნიორობა? – ბრენდის კომერციის დეპარტამენტის მხრიდან, მომწოდებლების მიერ შემოთავაზებული პროდუქციის შემოწმებას, ოფიციალურია, თუ არა, გარანტია აქვს, თუ არა, წარმომავლობის სერტიფიკატს თუ ფლობენ და სხვ. პირობები სტანდარტულია, თუმცა ინდივიდუალურად, მცირე შეთანხმებებიც მიღებული პრაქტიკაა. მაგალითად, ქართული ბიზნესის ხელშესაწყობად, „ქართული კატეგორია“ რომ დაამატეს, ამ კომპანიებს განსაკუთრებული და ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობები შესთავაზეს.

ლაშა მაჭავარიანმა, განსაკუთრებით, მცირე ბიზნესისთვის სასარგებლო ბრენდის ძალიან საინტერესო პოლიტიკაც გაგვიზიარა:

ჩვენ მივყვებით ძალიან მნიშვნელოვან საბაზრო წესს – „ვენდუში“ ექსკლუზივი არ არსებობს. კონცეფციაში დევს, რომ პლატფორმა ყველასთვის ერთნაირია. მცირე ბიზნესსაც ზუსტად იგივე შესაძლებლობა აქვს, რომ ჩვენთან ითანამშრომლოს, როგორიც დანარჩენებს. თანამშრომლობის ფარგლებში, ანგარიშსწორება კვირაში ერთხელ ხდება და მცირე მეწარმეების თავისტკივილი, კაპიტალს რომ სადმე ჩადებენ და მერე იმ თანხის ამოღება უჭირთ ხოლმე, ზუსტად ამ პრობლემას ვჭრით ასეთი მიდგომით, – ლაშა მაჭავარიანი.

ვენდორებთან ურთიერთობა ცალკე გამოწვევაა, თუმცა მას შემდეგ, რაც მომწოდებლებთან გავარკვიეთ, რომ Vendoo-სთან თანამშრომლობით, ორივე მხარე მოგებული რჩება, ურთიერთობის მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლისადმი პასუხისმგებლობაც იკვეთება. მომხმარებელი და მისი ქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მომხმარებლებს, მაგალითად, „ამაზონზე“ ვაჭრობის გამოცდილება აქვთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე, აუდიტორია Vendoo-ს ბაზარზე არსებობას მყისიერად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად აღიქვამს და მისი დახმარებით დაიწყებს პროდუქციის უმალვე შეძენას. შეჩვევის პროცესს ბუნებრივია, ლოგიკური დრო სჭირდება.

ჩვენს კითხვაზე, როგორ აპირებს ბრენდი ქართველი მომხმარებლის ქცევის შეცვლას? – ლაშა მაჭავარიანი გვპასუხობს, რომ ცალსახად ნათელია – ქცევას დრო ისედაც შეცვლის. ამის გარეშე, გარდაუვალია, „თუმცა, რაც უფრო უკეთ შევძლებთ, მომხმარებლებს პლატფორმის გამოყენების პოზიტიური მხარე დავანახოთ, მით მალე მიეჩვევიან ისინი ონლაინ ვაჭრობას. ამაში დაგვეხმარება, მაგალითად, ჩვენი მიდგომაც: მომხმარებელს აქვს აბსოლუტურად შეუზღუდავი საკომუნიკაციო არხი, რომლითაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პრობლემაზე მოგვმართავს და ჩვენ ოპერატიულად მოვუგვარებთ მას“, – გვიხსნის ლაშა მაჭავარიანი.

ზუსტად იმისთვის, რომ პლატფორმის შესახებ ცნობადობა გაზრდილიყო და ქართულ აუდიტორიას Vendoo-ზე შესვლის პირველი და სასიამოვნო გამოცდილება მიეღო, საწყის ეტაპზე ბრენდმა გადაწყვიტა, კამპანია ჩაეშვა, რომელიც მომხმარებლის დარწმუნებასაც ემსახურებოდა, რომ შესაძლოა, ბაზარზე ელექტრონული კომერციის მიმართულებით, ძალიან კარგი შეთავაზება არსებობდეს, მაგალითად, ისეთი, რომ ფასდაკლების მიღება მხოლოდ შენს მარტივ აქტივობას ეფუძნებოდეს, როგორიცაა: გინდა iPhone-ზე 90%-იანი ფასდაკლება? – სთხოვე მეგობრებს, რომ მხარი დაუჭირონ შენს სურვილს და 3000 ლარიან პროდუქციას 289 ლარად მიიღებ, როგორც ეს გური სივსივაძემ მოახერხა.

ამჟამად, აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სტაბილური პლატფორმა შევქმნათ და მომხმარებლებმა Vendoo ქულების (ვალუტის) დაკონვერტირება სხვადასხვა დანიშნულებით შეძლონ, – ლაშა მაჭავარიანი.

Vendoo-ზე მომხმარებლებს საშუალება აქვთ, განვადება გააკეთონ და ასევე, დაბრუნების მოქნილი პოლიტიკითაც ისარგებლონ – რაც ნიშნავს, 5 კალენდარული დღის განმავლობაში, შეძენილი პროდუქტის შეცვლას ან უკან დაბრუნებას.

2020 წლისთვის Vendoo-ს, ამჟამად არსებულ 10 კატეგორიას, ჩამონათვალში ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების ველიც დაემატება. ასევე, პერსონალიზებული, ინდივიდუალურად მორგებული შეთავაზებები.

ჩვენი ამოცანაა, პლატფორმას, თვეში ერთხელ, 5000 ცალი ნივთი დავამატოთ, – ლაშა მაჭავარიანი.

თუმცა, მანამდე, Black Friday-ა და იქამდე ორი კვირაღა რჩება. ინტერნეტში ვინც ვაჭრობს, ამ დღეს ყველა ელის. Vendoo-სთვის ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ლაშა მაჭავარიანი ამბობს, მარკეტინგის გუნდმა მთელი ძალისხმევა იმაში ჩადო, რომ მომხმარებელმა სწორედ „ვენდუზე“ ივაჭროს და ამით აუდიტორიამ, ფასდაკლებების კუთხით, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს.

ბრენდის დაპირება ასეთია: მაქსიმალურად ბევრი პროდუქტი პლატფორმაზე, სწრაფი და კომფორტული მიტანის სერვისით.

[R]

განხილვა