ტრადიციული საახალწლო აურზაურის შემყურე Vendoo-მ გადაწყვიტა, რომ ქართველებს ორი ახალი წელი აღარ გვყოფნის სურვილების დასაკმაყოფილებლად – 1 იანვარს ყველა გადარბენაზეა და ძველით ახალ წელს საზეიმოდ არავის სცხელა. ზუსტად ამიტომ, 23 დეკემბერს Vendoo-მ მესამე – ახლით ახალი წელი დააფუძნა.

როგორ აღნიშნა Vendoo-მ ახლით ახალ წელი? 23 დეკემბერს 12 საათზე „გაუგონარ სა-ახალ-ახალწლო შემოთავაზებებს“ ახადა ფარდა. სპეციალური ლაივის დროს, რომელშიც კაცების შოუს წამყვანები მონაწილეობდნენ, 3 შეთავაზება გაჟღერდა: iPhone 11, 64GB, Black – 1449 ლარი (საწყისი ფასი 2,889 ლარი), Apple watch series 5 GPS, 44 mm Space Grey aluminium case with Black sport band – 849 (საწყისი ფასი 1,699) და Apple Macbook air 12 inch, 128 GB Gold – 1,949 (საწყისი ფასი 3,899).
[fbvideo link=”https://www.facebook.com/Vendoo.ge/videos/2221584041276584/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
აღსანიშნავია, რომ ახლით ახალ წელს, ანუ 23 დეკემბერს, წინასწარ დაანონსებული კონკურსის ფარგლებში, მომხმარებელმა, რომლის TikTok-ის ვიდეოც სპეციალურმა ჟიურიმ ყველაზე კრეატიულად მიიჩნია, საჩუქრად მიიღო iPhone XR.
@ellenetsგრინჩის ახალი კბილი?? #vendoochallenge ახლითახალიწელი ❤️❤️♬ ახლით ახალი წელი – vendoo.ge
„მეტი რა ვქნათ?“ – ასე ამთავრებს Vendoo საკუთარ გვერდზე განთავსებულ პოსტს, თუმცა, როცა ვეკითხებით „მეტი რა უნდა ქნათ?“ ასე გვპასუხობს – „გარდა ამისა, გვაქვს სურვილების სიის კამპანიაც, რომლის შესახებაც, დაწვრილებით, უახლოეს მომავალში მოგიყვებით“.
[R]












