in

Vendoo და PayBox პარტნიორები გახდნენ

Vendoo-სა და PayBox-ს მომხმარებლებისათვის სიახლე აქვთ – Vendoo.ge-ზე შეძენილი პროდუქციის ღირებულების გადახდა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან არის შესაძლებელი.

„მომხმარებლებს, რომლებიც სასურველ პროდუქციას „ონლაინ“ ყიდულობენ, ხოლო გადახდას ნაღდი ფულით ამჯობინებენ, უკვე კომფორტული შოპინგისათვის მაქსიმალურად კარგი პირობები აქვთ. Vendoo.ge-ზე მარტივად, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ შეიძინონ 35 000-ზე მეტი სახეობის პროდუქტიდან სასურველი, შეარჩიონ გადახდის მეთოდად PayBox, გადაიხადონ და მიიღონ ნივთი ნებისმიერ მისამართზე. PayBox-ის ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბითაა, ყოველდღიურად 350 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და გადახდის 800-ზე მეტ სერვისს სთავაზობს, ხოლო „ვენდუ“ მიწოდებას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით.“

„ონლაინ“ შოპინგისა და თანხის გადახდის პროცესში პირადი მონაცემები სრულად არის დაცული.

Vendoo-ს საიტზე სასურველი პროდუქციის ყიდვისას, მომხმარებელი ირჩევს PayBox-დან გადახდას და სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მიჰყვება მარტივ ინსტრუქციას.

Vendoo და PayBox მომხმარებლებისთვის საინტერესო სიახლეების შეთავაზებას მომავალშიც გეგმავენ, მანამდე კი შეავლეთ თვალი მარტივი შოპინგის და გადახდის ვიდეო მიმოხილვას.

[R]

რა არის ინვესტიცია? – ამბავი კაპიტალის დაბანდებისა და მისი ზრდის შესაძლებლობებზე

როგორ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება?