in

Vendredi sur Mer – ესთეტიკა ფრანგულ პოპმუსიკაში

ალბომები, როგორც დღიურები და მოგონებების კრებული. სიყვარული და ხელოვნება კი ყველაზე დიდი ინსპირაცია.

სან ფრანცისკოში დაბადებულ შვეიცარიელ არტისტს ბავშვობიდანვე იზიდავდა მუსიკა. მისთვის ხელოვნება სამყაროს აღქმისა და ემოციების გადმოცემის საუკეთესო საშუალებაა, სწორედ ეს აღაფრთოვანებს მსმენელს შარლინ მინოს უკომპრომისო რეპერტუარში.

https://www.instagram.com/p/B5Xi-jEICDX/?utm_source=ig_web_copy_link

არტისტმა ადრეულ ასაკში ფოტოგრაფად გახდომის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, დღეს, ის ცნობილი მომღერალია.

პირველი სიმღერა ექვსი წლის წინ, ქალაქ ლიონში დაწერა, სადაც ხელოვნების სკოლაში სწავლობდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ბევრი აღმასვლა და თვითშენების მრავალი ეტაპი გამოიარა. საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც საკუთარი თავი შეიცნო, ფოტოგრაფიას საბოლოოდ შეეშვა და ძირითად პროფესიად მუსიკას დასჯერდა.

ამოძრავებს სიყვარული და წერს ყველა იმ ემოციაზე, რასაც ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში განიცდის. ფიქრობს, რომ ცხოვრებაში სიმორცხვის ადგილი არ არის და ადამიანები შეუზღუდავები უნდა ვიყოთ.

https://www.instagram.com/p/BpFCbDFHiVe/?igshid=chq4h3d7227a&fbclid=IwAR1XcEN_rdSVMSJ1MifW1DWCOSBnG2Ojh5xJwmbjSvYm-mppXc-ed2LdBZ0

აღსანიშნავია ვიდეოების ვიზუალური მხარეც: პასტელური ფერები და ბუნებრივი განათებებით შექმნილი კომპოზიციები ბენდის დამახასიათებელი ნიშანია, რაზეც არტისტის მეგობარი ალის კონგი ზრუნავს, ისეთ დიდ კომპანიებთან რომ თანამშრომლობს, როგორებიცაა: Givenchy, Hermes და სხვა.

https://www.instagram.com/p/BpE03eMnm2y/?igshid=jxdjooj4mqul

მარკეტერთან საუბრისას სოლისტმა ახალი ალბომი დაანონსა, რომელსაც 2020 წელს ვიხილავთ.

იქამდე კი, ისღა დაგვრჩენია, ლურჯკანიანი ქალბატონის მისტიკურ ღამეებსა და შარლინის სხვა ფანტაზიებს დავუგდოთ ყური. 


შეგახსენებთ, Vendredi Sur Mer ქართველი მსმენელის წინაშე 7 დეკემბერს, მულტიფუნქციურ სივრცეში MONO HALL წარდგა.

https://www.instagram.com/p/B5z7qKmixK7/?igshid=1iap3l4jga9om

 

ავტორი: ლუკა ქუთათელი

ქართული გამონათქვამების ვიზუალიზაცია მათი პირდაპირი მნიშვნელობებით

ცნობილი ფილმების პერსონაჟები ერთმანეთს თბილისში ხვდებიან