in

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადრე ვენერა ოკეანეებით იყო დაფარული

შესაძლოა, ღამით ყველაზე ნათელი და ლამაზი ობიექტი ცაზე ვენერა იყოს, მაგრამ ამან არ მოგატყუოთ. ჩვენი მეზობელი პლანეტა სიცოცხლისთვის შეუსაბამოა და იმდენად ტოქსიკურ გარემოს გვთავაზობს, რომ მასზე ფეხს ვერასდროს დავდგამთ. მიუხედავად ამისა, გასაოცარი მსგავსებები აქვს ჩვენს პლანეტასთან. მაგალითად, ორივეს ერთი ზომა, მასა, სიმკვრივე და ერთნაირი შემადგენლობაც კი აქვს, რაც წარმოშობს კითხვას: ვენერა ოდესმე დასახლებული ხომ არ იყო?!

M2
M2

ახალი კვლევის თანახმად, თუ ვენერაზე სიცოცხლისთვის საჭირო პირობები ოდესმე იქნებოდა, რაც მის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობასაც გულისხმობს, ეს ძალიან დიდი ხნის, დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ იქნებოდა და ცოტა ხანსაც გასტანდა მანამ, სანამ პლანეტა დღევანდელ მშრალ პირობებამდე მივიდოდა.

ვარაუდობენ, რომ ადრეულ მზის სისტემაში, როცა მზე ნაკლებად ძლიერი იყო, ვენერაზე უფრო ზომიერი ტემპერატურა შეიძლებოდა ყოფილიყო — შესაბამისად, აქ ტბებსა და ოკეანეებსაც შევხვდებოდით. მეცნიერებს კი ახლა აინტერესებთ, როგორ მივიდა იგი დღევანდელ მდგომარეობამდე. ხოლო ის ფაქტი, რომ მას ბევრი საერთო აქვს ჩვენს პლანეტასთან, დაგვეხმარება, გავიგოთ, როგორი იყო დედამიწის ჩამოყალიბების გზა. 

თუმცა ვენერას ატმოსფეროში ჟანგბადის ნაკლებობა ცოტა დამაბნეველია. გამოდის, თუ პლანეტას ოდესმე ოკეანე ექნებოდა, იგი ვენერას გაცხელებისთანავე ატმოსფეროში აორთქლდებოდა და ფოტოლიზის გზით წყალბადად და ჟანგბადად დაიშლებოდა. წყალბადს კოსმოსში უნდა გამოეჟონა, მაგრამ ჟანგბადი უნდა დარჩენილიყო. და სად წავიდა ჟანგბადი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მკვლევრებმა საცხოვრებლად ვარგისი ვენერას მოდელი შექმნეს. 

ფიქრობენ, რომ ვენერას ოკეანეები 300 მეტრზე მეტი სიღრმის არ უნდა ყოფილიყო, ეს კი დედამიწაზე არსებული ოკეანეების საშუალო სიღრმის, ანუ 3688 მეტრის, მხოლოდ 10%-ია. შედეგები ვენერას ამჟამინდელ ატმოსფეროში არსებულ ჟანგბადის ნაკლებობას ადრეულ პოტენციურ საცხოვრებელ პირობებს უკავშირებს, მაგრამ ეს ნაკლებად ექვემდებარება არსებულ წესებს… სწორედ ამიტომ, სამომავლო მისიებით ვენერას ზედაპირის შემადგენლობის გაზომვას ეცდებიან, რათა განსაზღვრონ, რამდენად შეესაბამება აღნიშნული სიმართლეს. 

რამდენია პროგრამისტის საშუალო ანაზღაურება საქართველოში – Techsurvey 2022-ის კვლევის შედეგები

TikTok-ის ახალი ფუნქცია მარკეტერებისთვის — Keyword Insights