in

„ვენეტო დიზაინი“ – სარემონტო მასალების შოურუმი, რეალური ინტერიერების პრინციპით

სარემონტო მასალების შოურუმი „ვენეტო დიზაინი“ – თანამედროვე სივრცეა, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ მომხმარებლისთვის რემონტის ეტაპი გაცილებით მარტივი და სასიამოვნო პროცესი გახდეს. ეს არის „ვერონა ჯგუფის“ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც პასუხობს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს და აერთიანებს ხარისხს, დიზაინს და პრაქტიკულობას ერთ მთლიანობაში.

პროექტს საფუძვლად უდევს იმ ლოიალურ მომხმარებელთა ზრდადი ბაზა, რომელიც ავეჯის სახლმა „ვერონამ“ დააგროვა და განიმტკიცა 2013 წლიდან მოყოლებული. ამ ნდობამ კომპანიას მისცა შესაძლებლობა და სტიმული, 2018 წელს განევითარებინა სრულიად ახალი მიმართულება – სარემონტო მასალების სივრცე, რომელიც არა უბრალოდ გამოფენა, არამედ შთაგონებისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების ადგილი იქნებოდა.

„ვენეტო დიზაინი“ თავიდანვე დაიგეგმა როგორც ადგილი, სადაც მომხმარებელი შეხვდება არა ცალკეულ თაროებზე განთავსებულ ნივთებს, არამედ რეალურად მოწყობილ ინტერიერებს. შოურუმის 2300 კვ.მ ფართობზე წარმოდგენილია სივრცეები, რომლებიც სრულად მოწყობილია კერამიკული ფილებით, შპალერით, ხელსაბანებით, უნიტაზით, საშხაპე კაბინით, ონკანით, შემრევებით, აბაზანის ავეჯით, განათებითა და აქსესუარებით. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს მომხმარებელს, არა მხოლოდ ნახოს პროდუქტი, არამედ წარმოიდგინოს, როგორ იქნება ის მის სახლში ინტეგრირებული.

შოურუმში წარმოდგენილია ევროპული წარმოების მრავალფეროვანი სარემონტო მასალები. კომპანიის განსაკუთრებული ღერძი კერამოგრანიტია – მასალა, რომელიც გასცდა მხოლოდ აბაზანისა და სველი წერტილების ფუნქციურ ზონებს და ინტეგრირდა მისაღებში, საძინებელში, სამზარეულოსა და სხვა საცხოვრებელ სივრცეებში. სწორედ ამიტომ, „ვენეტო დიზაინში“ გვხვდება კერამოგრანიტის ფართო არჩევანი, დაწყებული მოზაიკური დეტალებიდან, დასრულებული დიდი ფორმატის ფილებით, რომელთა სიგრძე 3 მეტრსაც კი აღწევს. ფერთა, ფაქტურისა და ფორმატის მრავალფეროვნება მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შექმნას სრულად ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული ინტერიერი.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, „ვენეტო დიზაინის“ ასორტიმენტი თანმიმდევრულად ფართოვდებოდა: 2019 წელს კომპანიას დაემატა იტალიური სამზარეულოს ბრენდები Home Cucine და Creo, ხოლო 2023 წელს – პრემიუმ კლასის Pedini. შემდგომი ეტაპი Inalco-ს ზედაპირებისა და SMEG-ის ტექნიკის შემატება გახდა, რაც სრულფასოვან სამზარეულოს კომპლექტაციას უზრუნველყოფს. მოგვიანებით შოურუმში ინტეგრირდა იტალიური ავეჯის ბრენდები – Lema და Sangiacomo, ასევე Luceplan-ის განათებები, რაც კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს სივრცის აღქმისა და მოწყობის შესაძლებლობებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია აღმოსავლეთ ევროპის ის ბრენდები, რომლებმაც მაღალი ხარისხის, მაგრამ შედარებით ხელმისაწვდომი პროდუქციით დაიმკვიდრეს თავი. პოლონური და უნგრული მწარმოებლები წარმოადგენენ იმ სტაბილურ რგოლს, რომელიც „ვენეტო დიზაინის“ ბალანსს ქმნიან საშუალო და პრემიუმ სეგმენტებს შორის. ეს არჩევანი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო წლებში, როდესაც დიზაინისა და ხარისხის მიმართ მოთხოვნა გაიზარდა, ხოლო მომხმარებლების ნაწილი ეძებს ბიუჯეტურად ჭკვიან გადაწყვეტებს.

შესაბამისად, „ვენეტო დიზაინი“ არ პოზიციონირდება ბაზარზე როგორც ბიუჯეტური მასალების შოურუმი, თუმცა არც მიუწვდომელ საფასო სეგმენტში ხვდება. აქ წარმოდგენილი პროდუქცია განეკუთვნება საშუალო და პრემიუმ კატეგორიებს, სადაც ხარისხი, დიზაინი და ბრენდის რეპუტაცია წარმოადგენს ფასის განმსაზღვრელ მთავარ კრიტერიუმებს. კომპანიის სტრატეგია ემყარება იმას, რომ მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება, მიიღოს მაღალი სტანდარტის ინტერიერული გადაწყვეტა მისთვის ოპტიმალურ ბიუჯეტში – იქნება ეს ხელმისაწვდომი აღმოსავლეთევროპული ბრენდები თუ პრემიუმ კლასის იტალიური პროდუქცია.

დღეს, „ვენეტო დიზაინი“ მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ პროდუქციას, არამედ მომსახურებას, რომელიც ერგება მის საჭიროებებს: შეკვეთა ინდივიდუალური მახასიათებლებით, ეტაპობრივი გადახდა, დროული მიწოდება და პროფესიონალ დიზაინერებთან თანამშრომლობა. ეს არის სივრცე, რომელიც აერთიანებს ესთეტიკასა და ტექნიკურ სრულყოფილებას, სადაც ხარისხი ხელმისაწვდომია და გადაწყვეტილებების მიღება – მარტივი.

[R]

თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

თურმე AI მეფე ლუი XVI-ის ბოლო სურვილი Pepsi ყოფილა