in

ვენეცია ტურისტებს ფეხბურთის დახმარებითაც მიიზიდავს

ის ვიზიტორები, რომლებიც მატჩის დღეს ვენეციის მონახულებას გადაწყვეტენ, მატჩზე დასასწრები ბილეთების გარდა, სხვადასხვა სიმბოლურ საჩუქარსა და სუვენირს მიიღებენ.

Sporti
Sporti

იტალიისა და ზოგადად, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ლოკაცია კოვიდ პანდემიის შემდეგ ახალ სიცოცხლეს დაიწყებს, განახლებული ტურისტული გეგმის ნაწილში კი სპორტული დეტალებიც გამოჩნდა, ვენეცია ტურისტებს მომავალი წლიდან ფეხბურთის დახმარებითაც მიიზიდავს.

ვენეციელთა საფეხბურთო კლუბი ამავე სახელს ატარებს და შორეულ 1907 წელს, 114 წლის წინ შეიქნა. მიმდინარე სეზონში რანგით მეორე ლიგაში (სერია ბ) მოასპარეზე ვენეციელებმა სერია ა-ს საგზური მოიპოვეს და ახალ სეზონს ელიტარულ ლიგაში გაატარებენ. მესტრეში არსებული დღევანდელი სტადიონი 8 000 მაყურებელს იტევს, ქალაქის მერიისა და კლუბის თანამშრომლობით, სავარაუდოდ, სარეკონსტრუქციო სამუშაოები მალე დაიწყება და სტადიონის ტევადობა საგრძნობლად გაიზრდება.

ის ვიზიტორები კი, რომლებიც მატჩის დღეს ვენეციის მონახულებას გადაწყვეტენ, მატჩზე დასასწრები ბილეთების გარდა, სხვადასხვა სიმბოლურ საჩუქარსა და სუვენირს მიიღებენ. კლუბმა სერია ა-ში ბოლოს 2001-2002 წლის სეზონებში ითამაშა, 20 წლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში აღზევებას ქალაქში დიდი ზეიმი მოჰყვა, უამრავ ფან მსვლელობასა და აქტივობებს, საბოლოოდ, ვენეციის ცენტრში საერთო შეკრებითა და ფეხბურთელებთან ერთად ზეიმით დასრულდა. ასე რომ, თუ მოგზურობა და ფეხბურთი გიყვართ, ვენეცია კი თქვენი ტურისტული გეგმების მთავარი პრიორიტეტია, მომავალ წელს აქ ნამდვილად უნდა წახვიდეთ.


ვანო ჩალაძე – #პირველისამსახური

გაიცანით, Ogilvy Georgia-ს ახალი გენერალური მენეჯერი