8
ნოე
2018

BMW-ს გასეირნება ვენეციის არხებში

8 ნოე 2018

საკომუნიკაციო სააგენტომ Serviceplan და ავტომწარმოებელმა BMW ახალი ვიდეორგოლი გამოუშვეს. რეკლამა BMW-ის ლუქს-ბრენდად პოზიციონირებას ისახავს მიზნად. ვიდეო მომხმარებელს ახალი მოდელების გრძელვადიანი ბრენდინგისთვის ამზადებს. THE 8 – Lux კატეგორიის პირველი მოდელია, რომელსაც THE 7 და THE X7 მოყვება. კამპანიის ფარგლებში, ახალი ავტომობილის პოპულარიზაციისთვის, სააგენტომ Serviceplan ორიგინალური იდეა შეიმუშავა.

bog qulebi2

 

ვიდეორგოლის რეჟისორი დენიელ ვულფია. მისი ხელმძღვანელობით, ავტომობილმა, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ვენეციის არხებზე შეძლო გადაადგილება. რეკლამის მთავარი გმირი პატარა ბიჭია, რომელიც ვენეციაში გაიზარდა, არხებისა და ნავების გარემოცვაში და ავტომობილებთან არ ჰქონია შეხება. 20 წლის შემდეგ კი, ბიჭი ისრულებს ბავშვობის ოცნებას და BMW THE 8-ის საშუალებით, მშობლიური ქალაქის არხებში გადაადგილდება.

განხილვა