1
Mar
2019

ვენეციაში ტურისტების შესვლა ფასიანი გახდა

1 Mar 2019

ვენეციის ქალაქის საბჭომ ტურისტებისთვის გადასახადების დაწესების ინიციატივა დაამტკიცა. რეგულაციის მიხედვით, ტურისტს, რომელიც ვენეციას ერთი დღით ეწვევა, 2019 წელს, დაახლოებით, 3 ევროს გადახდა მოუწევს, 2020 წლის დასაწყისისთვის კი, 6-დან 10 ევრომდე გაიზრდება გადასახადი, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters აქვეყნებს.

ვენეციას, ყოველწლიურად, დაახლოებით, 25 მილიონი ტურისტი სტუმრობს, მათგან 14 მილიონი მხოლოდ ერთ დღეს ატარებს ქალაქში. დიდი ნაწილი ვენეციაში საპიკნიკედ ჩადის და ამიტომაც, მათგან ადგილობრივი ბიზნესები ვერანაირ სარგებელს ვერ იღებენ.

გარდა ამისა, ადგილობრივები ტურისტებით გადატვირთულ ქუჩებს უჩივიან, დასუფთავების გადასახებს კი თავად იხდიან. სწორედ ამიტომ, როგორც ქალაქის მერმა ლუიჯი ბრუნიარომ განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილება ვენეციაში ტურისტების ნაკადის მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. დაწესებული გადასახადიდან, ბიუჯეტში შესული თანხით ქალაქის დასუფთავების ხარჯების დაფარვა იგეგმება.

განხილვა