22
Aug
2019

Veon-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ურსულა ბერნსი თბილისს ეწვია

22 Aug 2019

VEON-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ურსულა ბერნსი, თბილისში, „ბილაინის“ სათავო ოფისს ეწვია. ვიზიტის მთავარი მიზანი ბილაინის გუნდის პირადად გაცნობა, შედეგების შეჯამება და სამომავლო გეგმების მიმოხილვა იყო.

 

 

„შეხვედრის ფარგლებში, ურსულა ბერნსი პირადად ესაუბრა კომპანიის თანამშრომლებს, დადებითად შეაფასა გუნდის მუშაობა და აღნიშნა, რომ კომპანიის ბოლო დროინდელი პროგრესი შესამჩნევია. დასასრულს მან კოლეგებს მადლობა გადაუხადა და მოტივაციით განაწყო“.

ურსულა ბერნსი ამერიკელი წარმოშობის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესვუმენი და Fortune 500-ის კომპანიის დირექტორია. ამჟამად VEON-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, ასევე კორპორაციების – Uber, Nestle, ExxonMobil, MIT – სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

„2009 – 2017 წწ ურსულა ბერნსი კომპანია Xerox-ის აღმასრულებელი დირექტორის, შემდეგ კი თავმჯდომარის თანამდებობებზე მუშაობდა. იყო თეთრი სახლის STEM პროგრამის ხელმძღვანელი, 2009 – 2016 წწ პრეზიდენტ ობამას მსახურების დროს და პრეზიდენტის ექსპორტის საბჭოს თავმჯდომარე 2015-2016 წწ. Forbes-მა არაერთხელ დაასახელა მსოფლიოს უძლიერეს 100 ქალთა შორის. ბიზნესსაქმიანობის გარდა, აქტიურად უჭერს მხარს საგანმანათლებლო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის არის STEM განათლების განვითარებაზე მიმართული ორგანიზაციის დამფუძნებელი“.

VEON ჯგუფი საერთაშორისო კომპანიაა და 10 ქვეყანაში ოპერირებს, საქართველოში წარმოდგენილია ბრენდით „ბილაინი“. ურსულა ბერნსის გეგმაა თითოეულ ქვეყანაში სტუმრობა და თანამშრომლებთან შეხვედრა.

პარტნიორის კონტენტი

განხილვა