15
Feb
2019

„ვიონი საქართველო“ – ციფრული პლატფორმების წარმატებით გამოყენება თანამშრომლებთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე

15 Feb 2019

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია ბრენდით „ბილაინი“, თანამედროვე ციფრულ პლატფორმებს ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს. მათ შორის, კადრების შერჩევის, ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და მათი შემდგომი პროფესიული თუ ფუნქციონალური განვითარების  ეტაპზე. როგორც კომპანიაში ამბობენ, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, ერთი მხრივ თანამშრომელთა განვითარებას, მეორე მხრივ კი კომპანიის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება.

 

პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორის ლელა სალაყაიას თქმით, კომპანია კანდიდატების  მოზიდვისა და შერჩევისთვის Lever.co-ს პროგრამას იყენებს:

კომპანიის პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი ლელა სალაყაია

lever.co ციფრული  პლატფორმაა, რომელიც 2012 წელს, სტარტაპის სახით, სან -ფრანცისკოში ჩამოყალიბდა. მისი საშუალებით შესაძლებელია კანდიდატების მოძიება, შერჩევა და შეთავაზების გაკეთება. ვაკანსიის დადასტურებისა და  გამოცხადებისთანავე, პლატფორმიდან იგზავნება განაცხადი ვაკანსიების ვებგვერდებზე და თავსდება ინფორმაცია LinkdIn-ზე. როგორც კი შესაფერისი კანდიდატი გამოჩნდება, შეგვიძლია, პირდაპირ ამ პლატფორმის  ბაზაში დავამატოთ, როგორც პოტენციური კადრი. ანუ თან ვეძებთ, თან გარკვეულ ბაზასაც ვაკეთებთ. Lever.co-დან ვაგზავნით გასაუბრებაზე მოწვევის წერილსაც, სასურველ კანდიდატებთან. აქვეა ინტეგრირებული კალენდარი, სადაც ინიშნება გასაუბრება. პლატფორმით ვაფასებთ საბოლოო კანდიდატებსაც. შეფასების ჩვენი კომპანიისთვის მორგებული ფორმები  ჩაშენებულია სისტემაში,  რომლებითაც ხელმძღვანელობენ  დამქირავებელი მენეჯერი და შერჩევის სპეციალისტი. პლატფორმის  საშუალებით შეგვიძლია, მოვიწვიოთ გასაუბრებაზე ჩვენი კოლეგაც, რომელიც იქვე შეაფასებს კანდიდატს. საბოლოო გადაწყვეტილებას Lever.co-თი ვადასტურებთ და შერჩეულ კანდიდატს  ვუგზავნით შეთავაზებას. აქვე ვიღებთ  პასუხს მისგან.  პლატფორმა მონაცემების ანალიზის საშუალებასაც გვაძლევს – ვაკვირდებით, რა გამოცდილების კანდიდატები აგვყავს ყველაზე ხშირად, ან სად აქვთ მიღებული განათლება და შემდგომში, ვაკანსიის გამოცხადებისთანავე, შესაძლოა, პირდაპირ ამ უნივერსიტეტებს მივმართოთ, ან იგივე გამოცდილების მქონე კადრი ვეძებოთ. Lever.co საშუალებას გვაძლევს, თავი ავარიდოთ რუტინულ პროცედურებს, მარტივად ვიპოვოთ შესაფერისი კანდიდატი, დავზოგოთ დრო, ენერგია და სხვა რესურსები. ასე გაცილებით ეფექტურია მუშაობა.

M: მას შემდეგ, რაც თანამშრომელი წარმატებით გაივლის რეკრუტირების  ანუ შერჩევის პროცესს, დგება არანაკლებ მნიშვნელოვანი – ადაპტაციის იგივე ონბორდინგის პროცესი. აქაც თანამედროვე გადაწყვეტას, პროგრამა „ტალმუნდოს“ იყენებთ. რას უმარტივებს ახალ თანამშრომელს პლატფორმა?

ლელა სალაყაია. : Talmundo ასევე ინტერნეტ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროგრამაა. სისტემა ძალიან მოსახერხებელია, ადაპტირებულია მობილურის, პედისა და კომპიუტერისთვის. როდესაც კანდიდატი თანხმდება შეთავაზებას, სამსახურში გამოსვლამდე, რამდენიმე დღით ადრე, პირად მეილზე იღებს ბმულს და გადადის Talmundo-ს სისტემაში. იქ ხვდება გენერალური დირექტორის ვიდეო მისალმება და  დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ, ფოტოსურათები, ოფისის 360 გრადუსიანი ტური, ხელმოსაწერად გამზადებული ის დოკუმენტები, რომლებსაც წინასწარ უნდა გაეცნოს ყველა ახალი თანამშრომელი. Talmundo-ში არსებობს Buddy-ის, იგივე მეგზურის პროგრამაც. წინასწარი კონკურსით შერჩეული “Budyy” ახალ თანამშრომელს პირველსავე დღეს ხვდება და მთელი გამოსაცდელი ვადის, ანუ ადაპტაციის ეტაპზე უწევს მას მეგზურობას: აცნობს სამუშაო გარემოს, გუნდის წევრებს, მიჰყავს ლანჩზე კოლეგებთან. აქვეა ადაპტაციის პროცესის შეფასების ფორმები, რომელსაც ავსებს ახალი თანამშრომელიც და მენეჯერიც. ორმხრივი შეფასების განხილვის შემდეგ, ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვაგრძელებთ ამ პერიოდს თუ სტანდარტულ კონტრაქტს ვაფორმებთ თანამშრომელთან. ამ ყველაფრის ერთად თავმოყრაში სწორედ  Talmundo გვეხმარება. ამიტომ, ეს ეტაპიც ძალიან პრაქტიკული, მარტივი, სწრაფი და რაც მთავარია, ყველასათვის მოსახერხებელია.

M: როდესაც ადამიანი, საბოლოოდ ხდება „ვიონი საქართველოს“ თანამშრომელი, მას წინ აქვს ელის ისეთი პროცესი, როგორიცაა ცოდნის დაუფლება. რა თანამედროვე სისტემას იყენებთ ამ შემთხვევაში?

ლ.ს. :  ჩვენ ვსარგებლობთ ონლაინ პლატფორმით CrossKnowledge. აქ, „ვიონი საქართველოს“ გვერდზე  თანამშრომელი იხილავს სავალდებულო თუ არასავალდებულო ტრენინგებსა თუ სხვადასხვა საინტერესო კონტენტს. ამავე პლატფორმაზე შესაძლებელია  ფუნქციონალური, პროფესიული თუ სხვა უნარ-ჩვევების განსავითარებელი ტრენინგების გავლაც.  მაგალითად, თანამშრომლებს საშუალება აქვთ, სრულიად უფასოდ, გაიარონ ძალიან პოპულარული Coursera-სა და  LinkdIn-ის საერთაშორისო კურსები,  სხვადასხვა მიმართულებით, დაწყებული ე.წ. soft skills  ტრენინგებით, „კოდინგით“ დამთავრებული. ასევე, აქვთ შესაძლებლობა, კოლეგებს გამოცდილება გაუზიარონ, რეკომენდაცია გაუწიონ კონკრეტულ ტრენინგს. ანუ, CrossKnowledge არის ცოდნის მიღებისა და გაზიარების პლატფორმა. ეს ძალიან ეფექტურად აისახება ჩვენი თანამშრომლების პროფესიულ თუ პიროვნულ განვითარებაზე.

M: ელექტრონული პლატფორმებისა და სისტემების გამოყენება რას აძლევს კომპანიის თანამშრომლებს და რა სარგებელი მოაქვს თავად „ვიონისთვის“?

ლ.ს. : სამუშაო პროცესში ელექტრონული სისტემების გამოყენებით ვზოგავთ დროს და სხვა რესურსებს, შემოგვაქვს ბაზარზე სიახლე. მაგალითად, კანდიდატების მოსაზიდად და შესარჩევად Lever.co-ს გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, უფრო მარტივად და მინიმალურ დროში ვარჩევთ სწორ კანდიდატს გამოცხადებულ ვაკანსიაზე. ეს კი დადებითად აისახება ჩვენს მუშაობაზე. რაც შეეხება ადაპტაციის პერიოდს, Talmundo-ს საშუალებით ძალიან ვამარტივებთ ამ ფაზას – ახალ თანამშრომელს აქვს ინფორმაცია კომპანიის მოლოდინებისა და მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ. და ბოლოს, მესამე ეტაპზე, მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ თანამშრომლების განათლებას, პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებას. ისინი კონკურენტუნარიან კადრებად ყალიბდებიან, რაც  კომპანიის ეფექტურ მუშაობას და, საბოლოო  ჯამში, წარმატებას უზრუნველყოფს. თუ ამ ბენეფიტებს ჩვენს სამუშაო გარემოსა და პირობებსაც დავამატებთ, „ვიონი საქართველოს“ აქვს უპირატესობა, ჰყავდეს პროფესიონალი, საქმისადმი ერთგული და მაქსიმალურად ჩართული თანამშრომლები.

[R]

განხილვა

2 Responses

  1. 05/09/2019

    […] მიხედვით. „ონლაინ“ პლატფორმა CrossKnowledge-ის მეშვეობით, ჯგუფში შემავალი ყველა […]

  2. 14/10/2019

    […] მიხედვით. „ონლაინ“ პლატფორმა CrossKnowledge-ის მეშვეობით, ჯგუფში შემავალი ყველა […]