in

„ვეფხისტყაოსნის“ მინიატურები

კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018 „ვეფხისტყაოსნის“ წერეთლისეულ ნუსხაზე შექმნილ ანიმაციას ავრცელებს. ავტორი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედიაფაკულტეტის სტუდენტი, თამთა ბახსოლიანია.

BOG
BOG

„ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი მემკვიდრეობიდან 160-ზე მეტი ხელნაწერი შემორჩა. მათი უმეტესობა დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. რუსთაველის პოემის ეს გამორჩეული ხელნაწერი იმერეთის მეფის, სოლომონ I-ის (XVIII ს.) კუთვნილება იყო, რომელიც სოლომონ მეფის ასულს, დარეჯანს გაატანეს მზითვად, ხოლო XIX საუკუნეში, ევროპაში გატანას ექვთიმე თაყაიშვილმა გადაარჩინა. სოლომონ მეფისეული ხელნაწერი გამოირჩევა ყველაზე მდიდარი და ფერადოვანი ილუსტრაციებით (87 სიუჟეტური მინიატურა).

 

2013 წელს, „ვეფხისტყაოსნის“ 100-მდე ხელნაწერი იუნესკოს დოკუმენტური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. #EuropeForCulture #GeorgiaForCulture

რა დაგხვდებათ სკოლების გამოფენაზე?

ელვის პრესლის გამოსახულებიანი შუქნიშნები გერმანიაში