in

„გჯეროდეთ რომ ამ საჩუქრით თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ავტოგრაფს დავტოვებთ“

ავტოგრაფი“ ის დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე პრემიუმ კლასის, ევროპული სტანდარტის მქონე, უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტური მასალითა და მშენებლობით გამოჩნდა, მომავალშიც გეგმავს ეს ნიშა შეინარჩუნოს და პოტენციურ მობინადრეებს ყოველთვის შეუქმნას ინოვაციური და ხარისხიანი, როგორც პროდუქტი ისე მომსახურება.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/930395290654595/videos/768013710370018/?v=768013710370018″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

„ვერის ავტოგრაფი“ სწორედ ასეთი პრემიუმ კლასის პროექტია, რომელიც ზემოთ აღნიშნული სტანდარტის დაცვით აშენდა. პროექტის 70% უკვე გაყიდულია და 2020 წლის თებერვალში დასრულდება.

მშენებლობას ერთ-ერთ წამყვან სადაზღვევო კომპანია „არდიშია“ დაზღვეული, ასევე, „არდი“ აზღვევს თითოეული ბინის რემონტს და პროექტი სრულად დაფინანსებულია  თიბისი ბანკის მიერ, რაც მობინადრეებისთვის ცალსახად სიმშვიდის გარანტიას წარმოადგენს.

ახალ 2020 წელის აღსანიშნავად „ავტოგრაფი“, მომხმარებელს, სრულიად უპრეცენდენტო აქციას სთავაზობს – 25 დეკემბრიდან 30 იანვრამდე, ვინც ვერის კომპლექსში მდებარე პენტჰაუსს შეიძენს, 100 000 ლარიან ფასდაკლებასთან ერთად ტოიოტა C-HR-ს საჩუქრად მიიღებს.

სააქციოდ პროექტის ყველაზე გამორჩეული ბინა შევარჩიეთ, ეს ბინა მე-12 სართულზე მდებარეობს და 266 კვ/მ-ია, რომელიც ვერანდითა და ულამაზესი ხედებით გამოირჩევა მთაწმინდასა და ქალაქზე, ასე რომ, იჩქარეთ, შეიძინეთ ჩვენი პენტჰაუსი, მიიღეთ გრანდიოზული ფასდაკლება და მასთან ერთად ავტომობილი, გვჯერა რომ ამ საჩუქრით მომავალი მობინადრის ცხოვრებაში მნიშვნელოვან  „ავტოგრაფს“ დავტოვებთ“.

თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნილებების გათვალისწინებით კომპლექსი მაცხოვრებლებს ინოვაციურ პროდუქტს – ჭკვიან კარკასს სთავაზობს, რომელიც კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ სამუშაოებს დამატებულ „ჭკვიანი სახლის“ ფუნქციებს გულისხმობს, ამ ფუნქციის საშუალებით ავტოგრაფის მობინადრეები შეძლებენ საკუთარი „სმარტფონებიდან“ მართონ სახლში ელექტრო სისტემა.

გარდა ამისა „ვერის ავტოგრაფი“ 1000კვ.მ-მდე დახურულ, გამწვანებულ და საბავშო სივრცით კეთილმოწყობილ ეზოს ითვალისწინებს.

მობინადრეებზე ზრუნვა კომპანიისთვის მთავარი გამოწვევაა, ავტოგრაფი მუდმივად ზრუნავს მობინადრეების კომფორტზე. ამიტომაც, თითოეულ ოჯახს გადასცემს საწევრო ბარათს, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ საცხოვრებელი კომპლექსის პარტნიორ კომპანიებში 15-30%-იანი ფასდაკლებით სახლის კეთილმოწყობისთვის საჭირო ნივთების შეძენა.

ბარათი, ამ ეტაპზე, მოიცავს 50-მდე კომპანიას რომელშიც შედის ავეჯი, ტექნიკა, ტექსტილი, ყვავილები, რელაქსი და სხვ.

პირველ სართულზე 100კვ.მ-მდე ლობი მოეწყობა, ეს იქნება ადგილი სადაც ჩვენი მობინადრეები შეძლებენ მშვიდად მუშაობასა და საქმიანი შეხვედრების დაგეგმვას.

და სწორედ ახლა როცა დედაქალაქში პარკირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, „ვერის ავტოგრაფში“ ორდონიანი, ელექტრო დამტენებით აღჭურვილი ავტოსადგომი დაგხვდებათ.
რაც შეეხება დამატებით სერვისებს „ვერის ავტოგრაფში“- კომფორტის შეგრძნება უმცირესი დეტალებიდან იწყება: პირველ სართულზე განთავსებულ 1000 კვ.მ-მდე ლობის ავტოგრაფის ერთგული კონსიერჟი მოემსახურება, რომელიც მაცხოვრებლებს ისეთი საკითხების მოგვარებაში დაეხმარება როგორიცაა: ბილეთების დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, ბინაში ტექნიკური მხარდაჭერა და სხვ.

კომპლექსს 24 საათიანი უსაფრთხოების სამსახური იცავს ხოლო კორპუსის ესთეტიურობაზე გამწვანებისა და დასუფთავების სამსახურები იზრუნებენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია პროექტის პირველ სართულზე განთავსებული „გუდვილ გურმე“, რომელიც ყოველთვის მზად იქნება  მომხმარებელი მოამარაგოს ახალი და უგემრიელესი პროდუქტებით.

ყველაფერი ეს კი „ვერის ავტოგრაფში“ – პროექტი რომელსაც თითოეული მობინადრე საკუთარი ხელწერით ქმნის.

პარტნიორის კონტენტი 

OMEGA-მ აგენტი 007-ის როლისთვის ახალი საათი გამოუშვა

ჩვენში ცხოვრობს შინაგანი ბავშვი, რომელიც დიდების მოგონილი შეზღუდვებისგან გვათავისუფლებს