in

მსოფლიოში ყველაზე დიდმა კამერამ პირველივე ფოტოებში მილიონობით გალაქტიკა დააფიქსირა

Vera C. Rubin Observatory-მ ახლახან გამოაქვეყნა თავისი პირველი სურათები. ელიან, რომ სამყაროს ჩვენეული გაგების რევოლუციას მოახდენს და ცის ახალი თვალი იმედებს არ გაგვიცრუებს. 10 საათის მანძილზე US National Science Foundation and Department of Energy კოსმოსში იხედებოდა თავისი უძლიერესი კამერის გამოყენებით, რათა ახლოს მდებარე ულტრაიისფერი, ოპტიკური და ახლო ინფრაწითელი ტალღის სიგრძეებით დაეფიქსირებინა გამოსახულებები. შედეგი საოცარია და ქვემოთ სწორედ ამაზე მოგიყვებით.

M2
M2

NSF-DOE Rubin Observatory იმაზე მეტ ინფორმაციას შეკრებს ჩვენი სამყაროს შესახებ, ვიდრე ისტორიის მანძილზე არსებულ ყველა ოპტიკურ ტელესკოპს შემოუთავაზებია ერთად. ამ შესანიშნავი მეცნიერული ხელსაწყოთი კოსმოსურ საიდუმლოებებს ამოვხსნით, მათ შორის ბნელი მატერიასა და ენერგიას, რომლებიც სამყაროში გვხვდება, — ამბობს ბრაიან სტოუნი, NSF-დან.

რუბინის პირველი მისია 10 წელი გაგრძელდება და სამხრეთ ცის კვლევას გულისხმობს, რომელსაც Legacy Survey of Space and Time-ს (LSST) უწოდებენ. ყოველ რამდენიმე დღეში მთლიან ცას დააკვირდება და საბოლოოდ მონაცემების 10-წლიან სურათს შემოგვთავაზებს. მისიად ნებისმიერი რაიმეს დაფიქსირება აქვს, რაც მოძრაობს, ძგერს ან ანათებს, მათ შორის ასტეროიდები, კომეტები, პულსარები და სუპერვარსკვლავები.

პირველ სურათებში აქედან ნაწილს გვაჩვენებს, რომელიც Milky Way Trifid-ისა და Lagoon-ის ნისლეულებს მოიცავს, ორ მკვრივ მოლეკულურ ღრუბელს, რომლებიც ფარული ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესით ივსებიან. 7.2 საათში ტელესკოპმა საბოლოო მოზაიკისთვის 678 სურათი გადაიღო.

შემდგომ სურათში ობსერვატორია ცის გარკვეული მონაკვეთის მიახლოების შესაძლებლობას გვთავაზობს და Virgo-ს კლასტერის ირგვლივ დაახლოებით 10 მილიონ გალაქტიკას ავლენს. თუ ამ გამოსახულების სიღრმისეულად ნახვა გსურთ, აი, აქ უნდა გადახვიდეთ.

ამ ყველაფერთან ერთად, რუბინის გუნდმა 10 საათზე მეტი დახარჯა მზის სისტემის ასტეროიდების შესასწავლად და მათ შორის 2104 ისეთი მოძრავი ობიექტი გვაჩვენა, რომლებიც არასდროს გვინახავს აქამდე — ყოველწლიურად ტელესკოპები 20 000 ახალ ასტეროიდს ნახულობენ…

Rubin Observatory პირველია ამ კატეგორიაში თავისი სარკის დიზაინით, კამერის ზომითა და მგრძნობელობით, ტელესკოპის სიჩქარითა თუ გამოთვლითი ინფრასტრუქტურით. რუბინის მონაცემებით უფრო მეტს გავიგებთ ჩვენი სამყაროსა და მისი ევოლუციის, ბნელი ენერგიისა და მატერიის შესახებ, გამოვამჟღავნებთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც აქამდე არც კი წარმოგვედგინა, — განმარტავენ NSF-ში.

თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს

როგორ შევიძინოთ პროფესიული სანაცნობო წრე, თუ დამწყები ვართ?