in

ვერა თოხაძე Kraken-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა

Kraken-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს – ვერა თოხაძე. ის სააგენტოში, 4 წლის განმავლობაში, ჯერ ექაუნთ მენეჯერი, შემდეგ კი ექაუნთ დირექტორი იყო.

„არ არსებობს სიტყვები იმ მადლიერების გამოსახატად, რომელსაც ჩემი თანამშრომლების და პარტნიორი კომპანიების მიმართ ვგრძნობ. თქვენს გარეშე ვერასოდეს განვვითარდებოდი და ვერ ვირწმუნებდი ჩემს შესაძლებლობებს.

განსაკუთრებული მადლობა კი თორნიკეს და გიორგის [Kraken-ის დამფუძნებლები გიორგი კონტუაძე და თორნიკე ტურიაშვილი], რომლებსაც, მუდამ, იმაზე მეტად სჯეროდათ და სჯერათ ჩემი, ვიდრე მე საკუთარი თავის. უდიდესი პასუხისმგებლობაა ასეთ ადამიანებთან მუშაობა და იშვიათი გამართლება, როდესაც შენი მენეჯერები იბრძვიან იმისთვის, რომ შენ იყო საუკეთესო.

კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა, თუმცა, ასეთი რაღაცების წერა ძალიან მიჭირს ხოლმე. უბრალოდ იცოდეთ, რომ მთელ გულს და სულს ჩავდებ იმისთვის, რომ „კრაკენთან“ თანამშრომლობა და „კრაკენელობა“ საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს“.

გადასახადები Facebook რეკლამის გაშვებისას – რა იცვლება ოქტომბრიდან და როგორ გავმართოთ ბიზნეს მენეჯერი?

ახალი Subaru ისეთივეა, როგორც თავისუფალი მხეცი უდაბნოში!