Verbena Gratitud ახალი წლის თემატიკაზე შექმნილი ლიქიორია, რომელიც მექსიკის ტრადიციულ არომატებს საშობაო დღესასწაულთან აერთიანებს. როგორც თავად შემქმნელები ამბობენ, ბრენდის იდენტობა მადლიერების გამოხატვისა და ახალი წლის სასიამოვნოდ აღნიშვნისკენაა მიმართული — კერძოდ, ნაძვის ხის ფორმის სასმისით დაემშვიდობონ ძველს და მიეგებონ ყველაფერ ახალს.



















