საქართველოში ჯუზეპე ვერდის ფესტივალი დასრულდა. თბილისსა და ბათუმში გაიმართა სამი ღონისძიება – საღამოებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა და „ბლექ სი არენამ“ უმასპინძლეს. ფესტივალი, 16 აგვისტოს, „ბალ – მასკარადით“ გაიხსნა. 23 აგვისტოს კი „ბლექ სი არენაზე“, ჯუზეპე ვერდის „აიდას“ არენა დი ვერონასეული წარმოდგენა დაიდგა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/BlackSeaArena/videos/376891259690041/?v=376891259690041″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
„ქართული დადგმისთვის დეკორაცია და კოსტიუმები სპეციალურად არენა დი ვერონას სახელოსნოში შეიქმნა. არენა დი ვერონას პროდუქცია საქართველოში პირველად ჩამოვიდა, „ბლექ სი არენამ“ კი საოპერო დადგმას ასევე პირველად უმასპინძლა“.




სპექტაკლში საოპერო სამყაროში კარგად ცნობილი სახეები მონაწილეობდნენ: დეიან ვაჩკოვი, დანიელა ბარჩელონა, სუზანა ბრანკინი, სერხიო ესკობარი, გიორგი ანდღულაძე, გაბრიელე ვივიანი, გონჩა დოგანი, ფილიპო მიკალე. ასევე – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი. დადგმას დირიჟორობდა პიერ ჯორჯო მორანდი.




ვერდის ფესტივალი, 25 აგვისტოს, დაიხურა. დასკვნითი ღონისძიება, ოპერა გალა, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართა.
„ შესრულდა ჯუზეპე ვერდის ოპერებიდან სხვადასხვა არია, უვერტიურა თუ ანსამბლი, მათ შორის მოვისმინეთ ამონარიდები „ნაბუქოდან“, „ლედი მაკბეტიდან“, „აიდადან“ და სხვა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საოპერო სამყაროს დიდმა სახელებმა: სუზანა ბრანკინი, დანიელა ბარჩელონა, სერხიო ესკობარი, გაბრიელე ვივიანი და დეიან ვაჩკოვი. საოპერო მუსიკალურ საღამოში მონაწილეობდა თბილისის ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი. დირიჟორი კი გახლდათ პიერ ჯორჯო მორანდი“.


„ბლექ სი არენაზე” დადგმული „აიდა“ იტალიურმა „მედიასეტმა“ გადაიღო. ჩანაწერი, TV5-ის ეთერში, 25 დეკემბერს გავა. მას 50 მილიონამდე მაყურებელი იხილავს. ამავე ჩანაწერით გამოიცემა DVD და მის შეძენას ევროპელი მსმენელი შეძლებს.


„აღსანიშნავია, რომ „აიდას“ არენა დი ვერონასეული დადგმის ერთ-ერთი საუკეთესო ვერსია სწორედ „ბლექ სი არენაზე“ იყო წარმოდგენილი“, – ამბობს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი, ბადრი მაისურაძე.