26
Dec
2018

საქართველოში დაფუძნებული „სინგულარის“ წილი ვენჩერულმა ფონდმა 5 მილიონ ევროდ იყიდა

26 Dec 2018

ევროპული საინვესტიციო კაპიტალის ფონდმა „Vereeni Investments“ „სინგულარის“ 20%-იანი წილი შეიძინა – ფონდმა, საქართველოში დაფუძნებულ კომპანიაში, 5 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა და მას 25 მილიონი ევროს შეფასება მიანიჭა.

„ამ გარიგებას ანალოგი არ გააჩნია ქართული ტექნოლოგიების ბაზარზე და წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როდესაც ქართულმა კომპანიამ მოახერხა და მოიპოვა ამ მასშტაბის უცხოური ვენჩურული ინვესტიცია. მომავალი 13 თვის შედეგების შესაბამისად, გათვალისწინებულია ინვესტირებული თანხის კიდევ უფრო გაზრდა“.

„ვერეენი ინვესტმენტსი“  ვენჩერული საინვესტიციო კაპიტალის კომპანია, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია „ფინ – ტექზე”, ონლაინ – გეიმინგ და კაზინოს ინდუსტრიაზე, ხელოვნური ინტელექტის განვითარების, ბიზნეს – ანალიტიკის, კრიპტო და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე. კომპანიის მისიაა, გაზარდოს თითოეული მის მიერ ინვესტირებული კომპანიების პოტენციალი და ღირებულება პორტფელში არსებული ცოდნის, კონტაქტებისა და სტრატეგიულ კაპიტალზე წვდომის საშუალებით.

როგორც „სინგულარის“ წარმომადგენლები ამბობენ, Vereeni Investments-ის მიერ განხორციელებული  ინვესტიცია კომპანიას საერთაშორისო ბაზარზე ზრდისა და პორტფელის მსოფლიოს წამყვანი კომპანიებით გამდიდრების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

„ამ გარიგებით „სინგულარი“ უერთდება „ვერეენის“ 100 მილიონი დოლარის ღირებულების მქონე საინვესტიციო ინიციატივას „ლეველ აფ“ (Level Up), რომელიც აერთიანებს მსოფლიო დონის პერსპექტიულ და ინოვაციურობით გამორჩეულ კომპანიებს ტექნოლოგიების, პროგრამული უზრუნველყოფის, ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების, მედია ინდუსტრიისა და ბიზნეს ანალიტიკის სფეროში“.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, გადაწყვეტილების მიღებისას, „ვერეენისთვის“ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კომპანიის მიერ ნაჩვენები სწრაფი ზრდის ტემპები და მათ მიერ ონლაინ სათამაშო ინდუსტრიის (iGaming)  ლიდერებისათვის განკუთვნილი პლატფორმების შექმნის გამოცდილება იყო.

„ ჩვენი კომპანია, ერთი ნაბიჯით უსწრებს ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებს და აწესებს ახალ ტრენდებს მისი პროგრამული გადაწყვეტილებებისთვის ახალი ფუნქციონალისა და შესაძლებლობების დამატებით. სწორედ ეს მუდმივი სწრაფვა წინსვლისა და სრულყოფისკენ გახდა მიზეზი, რომ „Vereeni Investments“-მა ამ მასშტაბის კაპიტალდაბანდება გადაწყვიტა“.

„სინგულარის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დარკო გაცოვი

სინგულარის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის დარკო გაცოვის თქმით, კომპანიაში მიესალმებიან მძლავრი საინვესტიციო ქსელის მქონე აქციონერს, რომელსაც ასეთი რეპუტაცია და გამოცდილება აქვს ინდუსტრიაში.

„ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით ფასეულია, ვინაიდან ორივე მხარეს არსებული ცოდნა და ძლიერი მხარეები სინერგიულად ავსებს ერთმანეთს. ამ პარტნიორობის დიდი პოტენციალი მდგომარეობს არა მხოლოდ „სინგულარის“ საქმიანობის გეოგრაფიული არეალის გაფართოებაში, არამედ ახალი დარგებისა და მიმართულებების ათვისების პერსპექტივაში.“

„ვერეენი ინვესტმენტსის“ დამფუძნებელი პარტნიორი ტიმოთი ჯონ ჰითი ამბობს, რომ „სინგულარის“ საერთაშორისო ბაზარზე წინსვლას ხელს მაქსიმალურად შეუწყობენ.

სინგულარის“ ფართო სპექტრის მქონე, მულტიფუნქციური პროგრამული გადაწყვეტები წარმოადგენს ფასდაუდებელ შენაძენს ჩვენი პორტფელისთვის. ბიზნესის განვითარების სწორი ხედვისა და საკუთარ  სფეროში ნოვატორობისადმი მუდმივი სწრაფვის გათვალისწინებით, „სინგულარი“ წარმოადგენს იდეალურ კანდიდატს ჩვენი დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი საინვესტიციო ეკოსისტემისათვის.

როგორც თავად ამბობენ, „ვერეენის“ გამოცდილება და კონტაქტები „სინგულარს“  ექსპონენციალური ზრდისა და  დამატებითი საფინანსო აქტივების მობილიზების საშუალებას აძლევს. თავის მხრივ, „სინგულარი“ პარტნიორს სთავაზობს პროდუქტების სრულ სპექტრს. ესენია: ონლაინ – თამაშები, ტოტალიზატორი, საცალო ბაზარზე გათვლილი და სინქრონიზებული ციფრული არხების (omni-channel) პროგრამული უზრუნველყოფა.

ვერეენი ინვესტმენტსს“ აქვს სწრაფად განვითარებად კომპანიებში ინვესტირების დიდი გამოცდილება მათი შეძენის, ერთობლივი საწარმოების შექმნისა და ერთობლივი ოპერირების სახით. ჩვენი ვენჩურული  კაპიტალის ფონდი  უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და მიისწრაფის იმისაკენ, რომ გაზარდოს თითოეული ინვესტიციის პოტენციალი პორტფელში არსებული ერთობლივი იდეების, შემაკავშირებელი ქსელების და სტრატეგიული კაპიტალის წვდომის შესაძლებლობის გამოყენებით. ჩვენი საინვესტიციო ფონდის მიერ არჩეულ კომპანიებს აერთიანებთ ერთი მთავარი მახასიათებელი  –  ბაზარზე მათ მიერ მიღწეული აღსანიშნავი წარმატება და თავიანთ სფეროში უპირობო ინოვატორის რეპუტაცია“, – ამბობს ტიმოთი ჯონ ჰითი​.

[R]

განხილვა