in

Veritas Olympics-ის ოლიმპიადა

ორგანიზაცია Veritas Olympics, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე კომპანიაა და სასკოლო ოლიმპიადებს ორგანიზებას უწევს საქართველოს მასშტაბით, პირველად საქართველოში, „ჰარვარდის“ სტუდენტურ ორგანიზაციასთან ერთად ატარებს სასკოლო ოლიმპიადას ინგლისურ ენაში და მათემატიკაში, III-დან XII კლასის ჩათვლით.

Veritas Olympics თანამშრომლობს „ჰარვარდის“ მეწარმეთა ორგანიზაციასთან (Harvard College Entrepreneurship Forum), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა „ჰარვარდში“. მას აქვს 10 წლიანი ისტორია და ჰყავს ასობით წევრი „ჰარვარდის“ უნივერსიტეტიდან. კლუბმა დიდი წვლილი შეიტანა მრავალი ახალგაზრდა ლიდერის აღმოჩენაში და მათ განვითარებაში.

veritasVeritas Olympics მოსწავლეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადაში,რომელიც თანაორგანიზებულია „ჰარვარდის“ უნივესიტეტის სტუდენტურ ორგანიზაციასთან ერთად. გამოცდილი გუნდი, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, მაღალი ხარისხის ოლიმპიადის ჩატარებას გეგმავს. მოსწავლეები შეიძენენ გამოცდილებას, მონაწილეობას მიიღებენ პრესტიჟულ, საერთაშორისო დონის ოლიმპიადაში.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით და ინგლისურენოვანი სერთიფიკატებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://veritas.ge/

wifisher.com – ქართული სტარტაპი და რეკლამის ინოვაციური საშუალება

13 ნოემბერს DIXON ანდერვილში!