in

Verizon-მა ვიზუალური იდენტობა განაახლა

Verizon-მა ვიზუალური იდენტობა განაახლა, რაც, როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, შეღავათებსა და განახლებულ პაკეტებს უკავშირდება. 

BOG
BOG

დაინერგა ახალი ლოგო, რომლის დიზაინი Turner Duckworth-თან პარტნიორობით შეიქნა და ჩაანაცვლა 2015 წელს მაიკლ ბიერუტის მიერ შემუშავებული დიზაინი. ის უფრო მეტად შეესაბამება თანამედროვე გემოვნების სტანდარტებს. 

„Verizon არის ძლიერი, სანდო ბრენდი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანების ცხოვრებაში, მაგრამ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ხშირად უხილავია და კულისებს მიღმა რჩება. გვსურს, აქამდე უხილავი საქმეები ყველასთვის თვალსაჩინო გავხადოთ“, — აღნიშნულია Verizon-ის CMO-ს, ლესლი ბერლანდის განცხადებაში.

ახალი ლოგოს დიზაინი და კრეატიული მიდგომა, შთაგონებულია კომპანიის ისტორიით. ის იმ ენერგიაზე, აქტიურობასა და გამოცდილებაზე მიუთითებს, რასაც Verizon გთავაზობთ.

Let’s go Pikachu – ცნობილი ფრაზა, რომლის მიღმაც საინტერესო ისტორიაა

ამ ზაფხულს რა გეგმები გაქვს? — Bolt-ის საზაფხულო ვიდეო