ჯერ ისტორიის მცირე მიმოხილვა გავაკეთოთ და ის ვთქვათ, რომ ვერმუტი 1773 წელს ჩნდება, როცა იტალიელმა ექიმმა ვილიფრანჩიმ Tuscan Enology, Ossia Memoria sopra i vini-ს ნაშრომი გამოაქვეყნა — პირველად აღწერს ლიქიორის წარმოების პროცესს, რაც ღვინის აბსენთთან შეზავებასაც მოიცავს, რომელსაც ავტორი Absinthiamtum-ს უწოდებს. მას შემდეგ კი არომატიზირებულ ღვინოებს ვერმუტის სახელით ვიცნობთ…
ახლა კი Vermouth Celestiale-ისკენ გადავინაცვლოთ, ზუსტად იმ ბრენდისკენ, რომელმაც იტალიური მემკვიდრეობა ვერმუტის დიზაინსა და ილუსტრაციებში გადმოიტანა. ამასთან ერთად, მათი ამოცანა შემდეგი იყო, დეტალებზე უნდა გაეკეთებინათ აქცენტი, რითაც ბრენდის მთავარ კონცეფციასაც გაგვაცნობდნენ. ღირსეული მიზანიცაა, თუ გავიხსენებთ იმას, რომ ის, რაც დღეს თაროზე დევს, ოჯახის 4 თაობის შრომის შედეგია… დღეს კი ვერმუტი სპეციალურად იქმნება კლასიკური კოქტეილებისთვის, იქნება ეს მანჰეტენი, ნეგრონი თუ ამერიკანო. ყინულთან ერთად ისმევა და შესანიშნავი აპეტაიზერიცაა. როგორც აღწერენ, ფორთოხლის გემო აქვს, რომელიც შესანიშნავად ერწყმის იტალიურ ტკბილ ღვინოს.
ახლა კი ნახეთ, როგორ მოახერხეს ამ ყველაფრის Vermouth Celestiale-ის ვიზუალით გადმოცემა: