in

„ვერონას“ ახალი შოურუმი და უფრო მეტი ახალი ბრენდი

„თქვენ თავი უნდა იგრძნოთ თანამედროვე იტალიურ შოურუმში, რათა შემდეგ იგრძნოთ იტალიური კომფორტი თქვენს სახლში“ – ეს გახლავთ ავეჯის სახლ „ვერონას” მთავარი გზავნილი მომხმარებლებთან, რომლებსაც იგი უკვე მერვე წელია, ემსახურება. ამჯერად ახალ სივრცეში, ახალ მისამართზე და უფრო მეტი ახალი ბრენდით.

6000 კვ.მ-ზე აგებული სრულიად ახალი, თანამედროვე დიზაინის შენობა საკუთარი 500 კვ.მ-იანი რეკრეაციული გამწვანების ზონით. ბუნებასთან სინთეზი ეს არის სტანდარტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება და ფასობს თანამედროვე მსოფლიოში. ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან დამზადებული იტალიური ავეჯი, რომლითაც „ვერონა“ მომხმარებელს ამარაგებს, ამ სტანდარტის ძირითადი კომპონენტია.

„ახალ შოურუმში ჩვენ გვინდოდა, წარმოგვეჩინა მწვანე კონცეფცია, რომელსაც აუცილებლად ნახავთ ავეჯის ნებისმიერ წამყვან იტალიურ მაღაზიაში. ეს ნიშნავს მაქსიმალურ შერწყმას ბუნებასთან და ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებას, ანუ ავეჯის სახლი არის ისეთი, როგორიც თავისი ავეჯი“, – ამბობს „ვერონას“ გაყიდვების დირექტორი არჩილ მგალობლიშვილი. სწორედ მწვანე კონცეფციის სპეციფიკით შენარჩუნდა ყველა ის მრავალწლოვანი მცენარე, რომელიც შოურუმის ტერიტორიაზეა, ხოლო ფასადი ბუნებრივი ქვით მოპირკეთდა.

3-სართულიანი შოურუმის ცენტრალური შესასვლელი თანამედროვე სტილის კომპოზიციით მოიხატა, რომლის მიღმაც მომხმარებელს ნათელი დარბაზები და ოცზე მეტი იტალიური ბრენდის პროდუქცია ელის. მისაღების, საძინებლის, კაბინეტისა და სამზარეულოს ავეჯთან ერთად, „ვერონაში” დიდი ადგილი უჭირავს სამზარეულოს ტექნიკასაც.

შოურუმში აუცილებლად შენიშნავთ იმ ბრენდების კოლექციებს, რომლებიც „ვერონას” პარტნიორების სიას სულ ახლახან შეემატა. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ტომაზელა tomasella.it, ავეჯის ბრენდი 70 წელზე დიდი ხნის ისტორიით. ის1948 წელს, ლუიჯი ტომაზელამ დააარსა და ერთ-ერთი მოწინავეა თანამედროვე ხაზის ბრენდებს შორის. ეს ბრენდი ცნობილია რეტრო ელემენტების თანამედროვე მინიმალისტურ სტილთან შეხამებით. „ტომაზელას“ ავეჯში აუცილებლად ამოიცნობთ 40-50-იანი წლების ესთეტიკას, მაგალითად, კარადებზე გამოყენებულ აჟურული მინის კარს, ან თუნდაც სკამების რეტრო სტილში გადაწყვეტილ ჩარჩოს.

თუკი ე.წ. პასტელური ფერები გიზიდავთ, „ვერონას“ კონსულტანტები, პირველ რიგში, „სანტალუჩია მობილის“ – santaluciamobili.it – კოლექციას დაგათვალიერებინებენ. 1965 წელს დაარსებული ეს იტალიური ბრენდი თავის დარგში დღემდე ერთ-ერთი მოწინავეა და ფერთა დახვეწილი კომბინაციების გარდა, გამოირჩევა სივრცის ათვისებით. „სანტალუჩია მობილი“ დიდ ყურადღებას უთმობს საგნებისა და ფერების იმგვარ განაწილებას, რომ ოთახში არსებული სინათლის წყალობით, თქვენ უფრო მეტი სივრცის შეგრძნება დაგრჩეთ. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს ბრენდი გამოირჩევა ბუნებისადმი განსაკუთრებული მოპყრობით და თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით, მაქსიმალურად ამცირებს ავეჯის წარმოებისას გამოყოფილი მავნე აირების რაოდენობას.

თუკი ხაზების სიმსუბუქეა თქვენი მიზანი, მაშინ შოურუმში ადვილად შეამჩნევთ „მადრასის“ – madrassi.it – ბრენდის კოლექციას. მაგიდებს, სკამებს, საძინებლებსა და ინტერიერის მოწყობის ყველა სხვა კომპონენტს ამ ბრენდის ესთეტიკაში მინიმალიზმამდე დაყვანილი ფორმები გააჩნია. ამასთან ერთად ყველა ტიპის ავეჯში შენარჩუნებულია კომფორტულობა, რაც, დიზაინერთა კრეატიული ხედვის გარდა, იტალიელი ოსტატების ზუსტი მიგნების შედეგია.

„ვერონას” შოურუმში ყველაზე ჭრელი კუთხე კი „სმეგს“ – smeg.it – სამზარეულოს ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და აღიარებულ ბრენდს მსოფლიოში. 1948 წლიდან მოყოლებული, იგი ინარჩუნებს კლასიკურ ფორმებს, რომლითაც შეფუთულია უმაღლესი სტანდარტების შიდა მოწყობილობა. „სმეგზე“ მუშაობისას დიზაინერებმა მოახერხეს და შექმნეს ოქროს შუალედი – მისი მაცივრები, ტოსტერები თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანები თანაბრად ესადაგება, როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე სტილის ინტერიერს. ხოლო თუკი სიცილიური ფერებით სამზარეულოს გახალისება გსურთ, მაშინ მას აუცილებლად მოგეწონებათ „სმეგისა“ და „დოლჩე-გაბანას“ ერთობლივი მუშაობით შექმნილი სამზარეულოს ტექნიკის სპეციალური ხაზი, რომლის ყველა კომპონენტის ექსკლუზიური შემომტანი საქართველოში არის „ვერონა”.

ავეჯის სახლ „ვერონას” ახალი შოურუმი კიდევ ათობით სხვა წამყვან იტალიური ბრენდის პროდუქციას მოიცავს, თუმცა ყველა მათგანის დანიშნულება ერთია: იტალიური ხარისხი და კომფორტი თქვენს ოჯახებში.

 

[პარტნიორის კონტენტი]

გიორგი შავშიშვილი: ყოველი ახალი დღე ახალი ნაბიჯია განვითარებისკენ მიმავალ გზაზე

როგორ ვენდოთ თანამშრომლებს, მაშინ, როცა ვერ ვხედავთ?