23
Jul
2019

Versace-ს სარეკლამო კამპანია – ცხოველთა უფლებები და ხელოვნური ბეწვი ახალ კოლექციაში

23 Jul 2019

Versace-მ 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მხარდასაჭერად სარეკლამო კამპანია დაიწყო. პირველი ფოტოსესია უკვე დასრულდა – მთავარი პერსონაჟი 17 წლის მოდელი კაია გერბერია, თემა კი 1990-იანი წლები.

Photo Credit: www.vogue.nl

აღსანიშნავია, რომ იტალიური მოდის სახლი უარს ამბობს ბუნებრივ ბეწვზე. ფოტოზე მოდელს ხელოვნური მასალისგან შეკერილი ქურქი აცვია, რომელიც სწორედ ახალი კოლექციიდანაა.

Versace-ს კრეატიულმა დირექტორმა დონატელა ვერსაჩემ ჯერ კიდევ 2018 წელს დადო პირობა, რომ წარმოებაში ბუნებრივ ბეწვს აღარ გამოიყენებდნენ და პროდუქციას მხოლოდ ხელოვნური მასალით შეკერავდნენ. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც უფლებადამცველებმა, კომპანია, ცხოველთა წამებაში არაერთხელ დაადანაშაულეს.

Credits:

Photographer: Steven Meisel

Stylist: Jacob K.

Make-up: Pat McGrath

Hair Style: Guido Palau

Model: Kaia Gerber

განხილვა