11
Jun
2019

Versace მაღაზიების და გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს – ბრენდის ახალი სტრატეგია

11 Jun 2019

Capri Holdings Ltd, რომელმაც Versace $2.2 მილიარდად შეიძინა, ყოველწლიურად, ათობით ახალი ფილიალის გახსნას და გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს. გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია ჩანთებისა და აქსესუარების ხაზს გააფართოებს, მარკეტინგულ კომუნიკაციაში კი სერიოზულ თანხებს დახარჯავს.

Versace-ს მაღაზია მილანში, Photo Credit: ფრანჩესკა ვოლპი/Bloomberg

„ეს ხომ ბუნებრივია. ჩვენი მაღაზიების პროდუქტიულობა ნამდვილად არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავზარდოთ მაჩვენებელი და მივაღწიოთ მთავარ მიზანს – $2 მილიარდიან შემოსავალს“, – ამბობს Versace-ს გენერალური დირექტორი ჯონათან აკეროიდი.

Capri Honding-ის წარმომადგენლების თქმით, 2022 წლისთვის, Versace-ს მაღაზიების რაოდენობა, მსოფლიოში 188-დან 300-მდე გაიზრდება.  მაგალითად, ამ კვირაში, ბრენდის ერთი მაღაზია პეკინში იხსნება, შემდეგ, მალევე – ლონდონსა და პარიზში.

კომპანია პროდუქციისადმი მიდგომასაც ცვლის, თუ აქამდე Versace-ს მაღაზიებში ძირითადად, სამოსი იყიდებოდა, მიმდინარე სეზონიდან, ჩანთების, ფეხსაცმელებისა და ტყავის აქსესუარების ხაზი გაფართოვდება.

Versace სოლიდურ რესურსს დახარჯავს მარკეტინგულ აქტივობებშიც. როგორც ჯონატან აკეროიდი ამბობს, საკომუნიკაციო კამპანიებში აქცენტს უშუალოდ პროდუქტზე გააკეთებენ და აქტიურად აითვისებენ სოციალური მედიას.

განხილვა