in

VERSACE-ს ღვთიური რეკლამა

იტალიურმა ლუქს ბრენდმა VERSACE-მ თავისი ახალი სარეკლამო კამპანიის სახედ ლარა სტოუნი აირჩია.

ლარა სტოუნი ვერსაჩეს ახალი რეკლამების და ბეჭდური მასალის სახე იქნება. ფოტოსესიაზე და სარეკლამო ვიდეოზე ცნობილმა ფოტოგრაფთა დუეტმა Mert and Marcus-მა იმუშავეს.

სარეკლამო რგოლში ლარა სტოუნი სიყვარულის ღმერთს, ეროსს აცდუნებს. არომატი, რომლის რეკლამამაც ღვთიური სახე მიიღო  Versace Eros Рour Femme-ა.

სუნამო 2012 წელს შექმნილ მამაკაცთა არომატის Eros-ის ქალის ხაზია. რაც შეეხება შეფუთვას, ის ძველ ბერძნულ სტილში გადაწყვეტილი, ოქროსფერი შუშის ბოთლით და მასზე დახატული მედუზის თავით. სუნამოს ბოთლს პარფიუმერების ხელმოწერა ახლავს – Versace: Alberto Morillas, Olivier Cresp and Nathalie Lorson.

http://youtu.be/YwWvHpeki-Y

სმარტი ფასდაკლებას ორიგინალურად იწყებს! ლივინგსტონის ახალი პროექტი

რობი უილიამსი “Cafe Royal”-ის სარეკლამო სახე გახდა