მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდის სახლი Versace თავის 40 წლის იუბილეს განსაკუთრებულად აღნიშნავს. ჯერ, დონატელა ვერსაჩემ საზოგადოება სულ ცოტა ხნის წინანდელი ჩვენებით გააოცა, რომელიც უშუალოდ თავის ძმასა და ბრენდის ფუძემდებელ ჯანი ვერსაჩეს მიუძღვნა, ახლა კი 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციით ხიბლავს მომხმარებელს. ახალი ხაზი არაჩვეულებრივად გადმოსცემს ბრენდის ისტორიას, თუ პრიორიტეტებს, ხოლო ძვალი და ახალი თაობის ყველაზე წარმატებული მოდელები ამ ყველაფერს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიან. ჟიზელ ბუნდჰენი, ირინა შეიკი, ნატალია ვოდიანოვა, კაია გერბერი, ჯიჯი ჰადიდი და რაღა თქმა უნდა, ჯანინის ნამდვილი შთაგონება ნაომი ნაომი კემპბელი, სწორედ ეს სახეები გამოჩნდნენ Versace-ს ახალ 18 წამიან სარეკლამო ვიდეორგოლში.