სამრეწველო დიზაინის სტუდენტის, დანიელ ვისინტეინერის მიერ შექმნილი Vertical Record Player კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ფლეიერია. მასში ერთმანეთს ერწყმის ვინტაჟური და თანამედროვე ესთეტიკა — კერძოდ, აქ ვინილის დეტალებია გამოყენებული, რაც ავტომატურად წარსულის ფანტაზიებს აღძრავს ჩვენში… TT-90 სისტემისა და ფირსაკრავის ინტეგრაცია მაღალი ხარისხის ხმას გვთავაზობს, სიხშირეების დაკარგვის გარეშე.

დიზაინერის მიერ ადაპტირებული ვერტიკალური მიდგომა საკმაოდ პრაქტიკული და კომერციულად ეფექტურია. თუმცა ქვედა ნაწილში განთავსებული მოძრავი კაბელის მეშვეობით, მისი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში განთავსებაც შესაძლებელია. დიდი, სქელი ღილაკები აუდიო მოწყობილობას თანამედროვე ტექნოლოგიურ იერს სძენს.

















