კოსმოსურმა სტარტაპმა, Rocket Lab, საოცარი სანახაობა შემოგვთავაზა — ვერტმფრენით Electron-ის რაკეტის გამშვები ჰაერში დაიჭირა, როცა იგი პარაშუტით ეშვებოდა… თუმცა სანახაობის გარდა, ეს მეტად გამოსადეგიც შეიძლება იყოს და რაკეტის ნაწილების აღდგენაში დაგვეხმაროს.
This is what it looked like from the front seats. pic.twitter.com/AwZfuWjwQD
— Peter Beck (@Peter_J_Beck) May 3, 2022
ვიდეოში, რომელსაც Rocket Lab-ის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ ბეკი სოციალურ მედიაში ავრცელებს, ჩანს, რომ ორი მფრინავი ნელა უახლოვდება სტაფილოსფერ პარაშუტს, რომლის ქვემოთაც რაკეტის გამაძლიერებელია დამაგრებული. მაგრამ აქაც ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო… რაკეტის ნაწილის დაჭერიდან რამდენიმე წამის შემდეგ, ოკეანედან 6500 ფუტის სიმაღლეზე პილოტებმა შენიშნეს, რომ ვერტმფრენს ამ სიმძიმის ტარება ფრენაში უშლიდა ხელს, ამიტომ მისი გაშვება გადაწყვიტეს.
„შეუძლებელია იმის აღწერა, რამდენად რთული იყო ეს, მაგრამ პილოტებმა მაინც მოახერხეს, დაიჭირეს და გაუშვეს იგი, რაც არ არის პატარა საქმე… ჩვენ გავაანალიზებთ ამ სიტუაციას და განვსაზღვრავთ, რა ცვლილებების შეტანა დაგვჭირდება პროცესის ბოლომდე წარმართვისთვის“, — განმარტავს ბეკი.











