ბრიტანულმა სარკინიგზო კომპანიამ Virgin Trains გადაწყვიტა წარმოედგინა, როგორი იქნებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კონცეფცია ჩვეულებრივ მგზავრს რომ მოეფიქრებინა. ამის შესახებ, კომპანიამ რეკლამა გამოუშვა. ვიდეორგოლის მთავარი გმირი პარკში ზის და ფიქრობს, როგორ მივიდეს უიგანის დასახლებამდე ყველაზე სწრაფად. მოულოდნელად, მის სავარძელს ბორბლები უჩნდება და იწყება მოგზაურობა – გარშემო ჩნდება ყველაფერი, რასაც კი ინატრებდა ჩვეულებრივი მგზავრი. ნახეთ, სახალისო თავგადასავალი, რომელიც მამაკაცის წარმოსახვაში იბადება და იდეალურ მგზავრობას აღწერს…