პანდემიის გამო მსოფლიოში მრავალი აგრესია დაგროვდა და ის, რაც ადამიანებს ნამდვილად სჭირდებოდათ, მშვიდი ატმოსფერო იყო. დიზაინერმა იოშიკი მაცუიამამ კი ეს ჩვენს ცხოვრებაში „სინათლის” შემოტანით შეეცადა.
Cachalot იაპონური ბრენდის უახლესი სანათია. მისი ფორმა ვეშაპის მოხდენილ მოძრაობას მოგაგონებთ და ეს არც არის შემთხვევითი — სანათის შექმნისას ინსპირაცია სწორედ დიდ ოკეანეებში მცურავი ვეშაპი იყო. საინტერესოა ისიც, რომ დაპროექტებისას დიზაინერმა თბილი ნათება აირჩია, რაც „ოკეანეში ვეშაპის მშვიდად მოძრაობას ასახავს“, ოთახში კი შესაბამის ატმოსფეროს ქმნის. დიახ, ეს სწორედ ის არის, რაც Cachalot-ს სხვა სანათებისგან განასხვავებს.