in

აშშ-ში ვეშაპმა მამაკაცი გადაყლაპა, თუმცა მალევე უკან გადმოაგდო

“ღმერთო ჩემო, მე ვეშაპის პირში ვარ!”

veon
veon

დღეს გიამბობთ, როგორ აღმოჩნდა “კიბორჩხალებზე მონადირე” მამაკაცი ვეშაპის მუცელში… არა, ნამდვილად არ გეჩვენებათ და არც ის იფიქროთ, რომ ჯეპეტოს ზღაპრულ ამბავს გახსენებთ.

გამოცდილი მყვინთავი 56 წლის მაიკლ პაკარდი, რომელიც ამ საქმიანობა 40 წელია ეწევა, ერთ-ერთი ჩაყვინთვის დროს ვეშაპმა გადაყლაპა. მაიკლმა იგრძნო, როგორ უახლოვდებოდა დიდი ჩრდილი, რის შედეგადაც მოულოდნელად წყვდიადში აღმოჩნდა… “ვფიქრობდი, რომ ვერანაირად დავაღწევდი თავს ვეშაპის პირის ღრუს, მორჩა, მკვდარი ვარ”.

შემდეგ კი მას გაახსენდა, რომ სახლში მეუღლე, ორი შვილი და ოჯახის სხვა წევრები ელოდებოდნენ – ამიტომაც, გადარჩენისთვის ბრძოლა გადაწყვიტა. სწორედ ამ ფიქრებში იყო პაკარდი, როცა მოულოდნელად დისკომფორტი იგრძნო. ვეშაპმა თავი გაამოძრავა, ზედაპირზე ამოცურდა და პირის ღრუდან მყვინთავი ამოაგდო.

“როგორი უცნაური გზით გახდა არა ცნობილი?” – აღნიშნავს მაიკლის დედა. ვეშაპის პირის ღრუში სიკვდილს გადარჩენილი პაკარდი მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში – როგორც მისი პირადი ექიმი იტყობინება, პაციენტს რამდენიმე მოტეხილობა და რბილი ქსოვილების დაზიანება აღენიშნება, მაგრამ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. თანაც, მიუხედავად უკიდურესად მტკივნეული გამოცდილებისა, პაკარდი ჩვეულებრივ აპირებს თავისი საქმიანობისთვის დაბრუნებას.

მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში – „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის

ვისკის ყოველდღიური დღესასწაული – Glenmorangie-ს ახალი კამპანია