თუ Vespa-ს კლასიკური დიზაინი გასული საუკუნის 60-იანი წლების მომხიბვლელ ესთეტიკას გახსენებთ, სადაც სიამოვნებით გადაინაცვლებდით და „ძველმოდურ“ თავგადასავალში გადაეშვებოდით, შეგიძლიათ ამ მინიატურული, თუმცა ავთენტური, უსაყვარლესი Vespa 125-ით დატკბეთ. LEGO-სა და Vespa-ს დიზაინის გუნდებმა ძალები გააერთიანეს და Vespa-ს კლასიკური დიზაინი 1106 ნაწილაკით გააცოცხლეს. მოდელის სიმაღლე 8,5 ინჩი (22 სმ) სიგრძე 13,5 (35 სმ), ხოლო სიგანე 4,5 ინჩია (12 სმ).
მინიატურული მოდელი ღია ცისფერია, რაც Vespa-ს ადრეული მოდელების ერთ-ერთი დამახასიათებელი ფერია. მას აქვს ინტერაქციული სადგამი და მოქმედი საჭე, ასევე ძრავის მოძრავი საფარი, რომელიც LEGO ნაწილებისგან დამზადებულ „ძრავს“ მალავს. პატარა Vespa 125-ს, „ყოველი შემთხვევისთვის“, სათადარიგო საბურავიც მოყვება. სკუტერის კალათაში ყვავილების თაიგულსაც ნახავთ, რომელიც ფერთა გამას ავსებს. ხოლო მინიატურულ ჩაფხუტს ან სანომრე ნიშანს ცალკეც რომ წააწყდეთ, დიდი შანსია, გასული საუკუნის 60-იანი წლების იტალია გაგახსენეთ, სადაც Vespa ადამიანებს თავგადასავლების ძიებაში ეხმარებოდა.













