in

ზუგდიდში ვეტერინარული კლინიკა „ვეტჰელსის” განახლებული ფილიალი გაიხსნა

ვეტერინარული კლინიკა ყველა იმ ადამიანისთვის აუცილებელი საჭიროებაა, ვისაც ცხოველები უყვარს და სახლში ოთხფეხა მეგობრები, თევზები თუ ჩიტები ჰყავს. ჩვენს საყვარელ არსებებს ხშირად უწევთ სხვადასხვა პროცედურის ჩატარება. ასევე, ავადმყოფობის შემთხვევაში, აუცილებელია მათი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, სად მდებარეობს ჩვენთან ახლოს სანდო კლინიკა.

ზუგდიდის მცხოვრებთათვის კლინიკა ვეტჰელსს სიახლე აქვს – ის ახალ მისამართზე გადავიდა და განახლებულ სივრცეში დაგხვდებათ, სადაც მომსახურებას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური პროფესიონალები გაგიწევენ.

პაციენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ერთ სივრცეში მიიღონ სრული მომსახურება:

  • თერაპია
  • ქირურგია (ტრავმატოლოგია)
  • გრუმინგი
  • ცხოველის სწორი და ჯანსაღი კვება

კლინიკა თქვენს შინაურ ცხოველებს ყოველდღე, 10:00 – 20:00 საათამდე მოემსახურება, ლაზის ქუჩაზე, #15.

წინასწარი ჩაწერისთვის ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 577958591.

[R]

საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა უზბეკეთში AWS Community Day-ს მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს

აი, როგორ შევძელით „უხილავის“ დანახვა