in

ვიანის ორგანიზებით, ჯანმრთელობაზე ზრუნვის საერთაშორისო სამიტი — Vian Healthcare Summit გაიმართება

14 და 15 ოქტომბერს, პირველად საქართველოში, ვიანის ორგანიზებით, ჯანმრთელობაზე ზრუნვის საერთაშორისო სამიტი — Vian Healthcare Summit გაიმართება.

ეს ბრენდის პირველი მასშტაბური პროექტია, რომლის მთავარი დანიშნულებაც ფიზიკურ, მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა, რადგან სრულფასოვანი, სავსე ცხოვრებისთვის აუცილებელია ყოველდღიური, მარტივი ჩვევების ცვლილება.

სამიტზე ორი დღის განმავლობაში 1000-მდე მონაწილე ჯანმრთელობით დაინტერესებულ თანამოაზრეებს შეხვდება; ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობაზე ინოვაციურ ხედვებს მოისმენს; წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების სესიებს, პრეზენტაციებს, სამედიცინო კონფერენციებს, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებსა თუ მასტერკლასებს დაესწრება და აღმოაჩენს უნიკალურ ინფორმაციას, რომელიც ჰარმონიული ყოველდღიურობის შექმნაში დაეხმარება.

2023 წელს სამიტი ორ ძირითად მიმართულებას გააერთიანებს:

ჯანმრთელობაზე ზრუნვა და კეთილდღეობა

აქცენტებით მენტალურ ჯანმრთელობაზე, ნუტრიციასა და სწორ კვებაზე, აქტიურ ცხოვრების წესსა და მის გავლენაზე.

პირველად საქართველოს აუდიტორიისთვის, ონლაინ ლექციებს ჩაატარებენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები, როგორებიც არიან: ნეირომეცნიერი რობერტ საპოლსკი; ფსიქოლოგი და ნეირომეცნიერი მერი ჰელენ იმორდინო იანგი; Google [X]-ის ყოფილი CEO და ავტორი მო გაუდატი.

ასევე, სამიტს ეწვევა ბუნებრივი ცხოვრების წესის ქოუჩი ტონი რიდლი. დამატებით, უცხოელ სპიკერებთან ერთად, სამიტზე შეხვდებით დარგის ადგილობრივ პროფესიონალებს.

კლინიკური მედიცინა

კლინიკური კონფერენცია თემატური სესიებით დაიყოფა — ონკოლოგიის, პედიატრიის, ინფექციის მართვის, ნეიროქირურგიისა და რეანიმატოლოგიის მიმართულებით. საქართველოს, ისრაელის, იაპონიის, შვეიცარიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბელგიის, რუმინეთის, სერბეთისა და ლიეტუვას წამყვანი ექსპერტები უახლეს სამედიცინო მიღწევებსა და ინოვაციებს გაგვაცნობენ და სამუშაო შეხვედრებს გამართავენ დარგის სპეციალისტებთან.

„თუკი ეს თემები შენთვისაც საინტერესოა, თუ განსხვავებულ, კომპეტენტურ აზრებს სიამოვნებით მოისმენდი და საერთაშორისო კვლევების საინტერესო მიგნებებს გაეცნობოდი, გვეწვიე ჯანმრთელობაზე ზრუნვის სამიტზე“, — აღნიშნავენ ვიანის წარმომადგენლები.

სამიტზე მეტი ინფორმაციას იხილავთ აქ.

ბილეთების შესაძენად ეწვით ბმულს.

ლოკაცია: სტამბა და Rooms Hotels Tbilisi

თარიღი: 14-15 ოქტომბერი

სამიტის გენერალური სპონსორი და მთავარი თანამოაზრე: SOLO

პარტნიორები: USAID, M2, Imedi L

[R]

BeReal – სოციალური ქსელი, ფილტრებისა და ჭარბი კონტენტის გარეშე

ChatGPT-ს უკვე დანახვა, მოსმენა და ლაპარაკი შეუძლია!