ვაიბი — ასე ჰქვია სამუშაო კაფეს, რომელიც ანა პოლიტოვსკაიას 3 ნომერში, „შენი სახლი ჯიქიას“ კომპლექსში მდებარეობს და ფუნქციონირება სულ რამდენიმე თვის წინ, 2023 წლის ივნისში დაიწყო.
უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია იმუშაო და მაქსიმალურად კომფორტულად აღმოაჩინო საკუთარი შესაძლებლობები. აქ ყველაფერია, რაც მომხმარებელს დღის შექმნაში დაეხმარება, რათა სრულად კონცენტრირდეს საქმეზე და ყველანაირი დისკომფორტის გარეშე აკეთოს ის, რაც უნდა. თანაც, გარდა სამუშაო სივრცისა, ვაბში არის კაფეც, სადაც ადგილზე მომზადებული უგემრიელესი სმუზები, ფრეშები და სხვადასხვა ცხელი სასმელი დაგხვდებათ.
თავის მხრივ, ეს დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის განსაკუთრებით გამოსადეგია — თან სახლში ყოფნა რომ მოჰბეზრდათ და თან მშვიდ, საქმიან გარემოს ეძებენ საქმის შესასრულებლად. აქვე აღსანიშნავია ინტერიერიც, სადაც კედლებზე და ჭერზეც კი ინსპირაციული დეტალებია დატანილი, რაც მომხმარებელთა შთაგონებისკენაა მიმართული.
ვაიბის გამოყენება შესაძლებელია ტრენინგებისთვის , პრეზენტაციებისთვის და სხვადასხვა აქტივობისთვის. მეტი თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ სამუშაო სივრცეში ოთხი ტიპის სივრცეა გამოყოფილი:
- კომუნალ მაგიდა
- ქოხი
- დახლი
- კომფორტ ზონა
თითოეული მათგანი ღირებულება განსხვავებულია, დღიური აბონემენტის ფასი კი 15 ლარიდან იწყება. ასევე, საგულისხმოა, რომ ერთგული მომხმარებლებისთვის საწევრო ბარათი ფუნქციონირებს, რომლის შეძენის შემთხვევაშიც საშუალება გეძლევათ, ვაიბის სივრცით 24/7 ისარგებლოთ და სხვადასხვა შეთავაზებაც მიიღოთ.
P.S. ადგილზე შესაძლებელია პრინტერით, სკანერით, უსწრაფესი ინტერნეტით და ID ბარათის წამკითხველით სარგებლობა.
მთლიანობაში, ვაიბით სარგებლობა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ექსპატებისთვის, სტუდენტებისთვის, ფრილანსერებისა და მეწარმეებისთვის.
მაგიდის ონლაინ დასაჯავშნად ეწვიეთ ვებგვერდს.
მეტი სიახლისთვის კი გამოიწერეთ სოციალური გვერდები:
[R]