in

Viber-ის 8 ფუნქცია, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

Viber ერთერთი პოპულარული VoIP პლატფორმაა საქართველოში — ყოველთვიურად,  3,7 მილიონი მოსახლეობიდან, 1,7 მილიონი აქტიურად მოიხმარს აპლიკაციას. განურჩევლად იმისა, უკვე იყენებთ Viber-, თუ ახლა აპირებთ მის ჩამოტვირთვას, არსებობს 8 მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ.

1. Viberის არხები

ეს ფუნქცია განსაკუთრებულია არა მხოლოდ აბონენტებისთვის, არამედ ბლოგერებისა და ბრენდებისთვის, რადგან მისი საშუალებით, შესაძლებელია სიახლეების გაზიარება, ახალი მომხმარებლების მოზიდვა და მათი ინტერესების უკეთ გააზრება; ხოლო არხის აბონენტებს შეუძლიათ, იპოვონ შესაბამისი, უნიკალური და საინტერესო კონტენტი, რომელიც ყველაფერთან ერთად, მათ კონფიდენციალურობის დაცვას სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ თუ არხის ადმინისტრატორები გადაწყვეტენ Viber-ის არხის გასაჯაროებას, წევრების რაოდენობის გაზრდა, 1 მილიარდამდეა შესაძლებელი.  ასევე, არხის ნებისმიერ ახალ წევრს შეუძლია ნახოს ჩათის შეტყობინებების ისტორია — ის, თუ რა მოხდა მის დამატებამდე. Viber ქართველ მომხმარებლებს, ქართულენოვან არხს სთავაზობს — Viber საქართველო. არხზე გლობალურ სიახლეებსა და სახალისო პოსტებს, ქართულ ენაზე შეხვდებით.

2. ჩეთბოტები

Viber მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი აპლიკაციაა. ბიზნესები მას კლიენტებთან ურთიერთობის გასამარტივებლად და დასახმარებლად იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ჩეთბოტები აერთიანებენ Viber-ის უახლოეს ტექნოლოგიურ განახლებებს. შედეგად კი, ბიზნესებს, მომხმარებელთან მომსახურებას უადვილებენ — მისი დახმარებით, ბიზნესს შეუძლია, მკვეთრად გააუმჯობესოს მომხმარებელთა ჩართულობა და მთელი დღის განმავლობაში, აუდიტორიას ხელმისაწვდომობა შესთავაზოს.

Viber-ის ქართველი მომხმარებლებისთვის, სპეციალური ბოტებიც კი არსებობს. მაგალითად, Viber Quiz bot, რომელიც არხის წევრებს გასართობ ვიქტორინას და კარგი დროის გატარებას სთავაზობს!

ასევე, არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო ბოტი, რომლებიც საქართველოშიც აქტუალურია, მაგალითად MGames bot. ეს ჰიპერ-კაჟუალური თამაშების სამყაროა, სადაც შეგიძლიათ შეეჯიბროთ მეგობრებს და მოიგოთ სხვადასხვა პრიზები!

3. Viber Lenses

ლინზების საშუალებით, თქვენი ჩათი ბევრად საინტერესო გახდება! ფოტოების, ვიდეოებისა და GIF-ების დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ უნიკალური სივრცე. ამჟამად Viber მომხმარებლებს ოთხ სხვადასხვა სახის ლინზას სთავაზობს. მყისიერი გაძლიერებული რეალობის (AR) ლინზები აფარებს სურათებს გარემოს თავზე, ყურადღების მიპყრობის ფილტრები ამატებს კრეატიულ ფენას თქვენს ვიზუალს, ექსპრესიული ნიღბები ზუსტად მიჰყვება თქვენი სახის მოძრაობებს და გალამაზების ფუნქციები აძლიერებს თქვენს სურათებს ისეთი შეხებით, როგორიცაა პომადა, რუჟა და მრავალფეროვანი თმის ფერები.

4. ვიდეო და აუდიო ზარები

Viber არის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დაუკავშირდეთ აპლიკაციის სხვა მომხმარებლებს. ვიდეო და აუდიო ზარის ფუნქცია, საშუალებას გაძლევთ მარტივად განახორციელოთ და მიიღოთ ზარები აპლიკაციაში. ამისათვის საჭიროა Viber-ის ჩამოტვირთვა და ინტერნეტის ჩართვა — წინ მთელი სამყარო გელოდებათ!

აღსანიშნავია, რომ ზარების რაოდენობა და დრო, შეზღუდული სულაც არ არის. უფრო მეტიც, ერთ ზარში, ერთდროულად 40 ადამიანის დამატებაა შესაძლებელი.

5. Viber Out

Viber-ის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც განასხვავებს ამ აპლიკაციას სხვა პოპულარული პლატფორმებისგან, ეს არის Viber Out. მისი საშუალებით, თქვენ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა მას Viber ჩამოტვირთული. ამ ეტაპზე, ეს სერვისი ფასიანია. Viber Out-ზე ზარების განსახორციელებლად, თქვენ უნდა შეიძინოთ სპეციალური პაკეტი ან შეავსოთ კრედიტი.

6. My Notes

My Notes, იგივე „ჩემი შენიშვნები“, არის მხოლოდ თქვენთვის გამოყოფილი ჩათის სივრცე. ფუნქციის საუკეთესო ნაწილი? „ჩემი შენიშვნები“ ავტომატურად სინქრონიზდება ყველა თქვენს მოწყობილობაში! გადაუგზავნეთ შეტყობინებები საკუთარ თავს, გააკეთეთ ჩანაწერები ან შეინახეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ. ეს ჩათი მუშაობს ზუსტად ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა. აქ თქვენ შეგიძლიათ:

  • შენიშვნების რედაქტირება (თუნდაც ის სხვა ჩათიდან იყოს)
  • ფოტოების, GIF-ების, სტიკერებისა და ვიდეოების შენახვა, ხმოვანი ჩანაწერების ატვირთვა
  • ფაილების ატვირთვა
  • შეტყობინებების გადაგზავნა* ჩათში
  • ჩათის ზედა ნაწილში ჩანიშვნის გაკეთება

7. შეტყობინებების თარგმნა

იცოდით, რომ Viber-ის ჩათში მიღებული ნებისმიერი შეტყობინება, შეგიძლიათ თქვენს მშობლიურ ენაზე (ან ნებისმიერ სხვა ათობით ენაზე) გადათარგმნოთ? ამისთვის საჭიროა, ხანგრძლივად დააჭიროთ შეტყობინებას, აირჩიოთ „თარგმნის“ ფუნქცია და ვუალა! თარგმნილი ტექსტი მყისიერად გამოჩნდება ორიგინალური შეტყობინების ქვემოთ.

მნიშვნელოვანია, რომ შეტყობინება ავტომატურად ითარგმნება იმ ენაზე, რომელიც Viber-ის ინსტალაციის დროს მიუთითეთ. თუ გსურთ, რომ შეტყობინება სხვა ენაზე გადაითარგმნოს, მაშინ, „თარგმნის“ განყოფილებიდან მარტივად შეძლებთ ენის შეცვლას.

8. შეტყობინებების გაქრობა

Viber შესაძლებლობას გაძლევთ აირჩიოთ რომელი ჩათი, ფოტო და ვიდეო დარჩება არქივში და რომელი წაიშლება მიმღების ტელეფონიდან. დიახ,  თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, გაქრება თუ არა შეტყობინება მისი ტელეფონიდან, ვისაც ის გაუგზავნეთ.

თანაც, შესაძლებელია დროის მითითება, თუ წაკითხვიდან რამდენ ხანში — 10 წამში, 1 წუთში, 1 საათში თუ ნებისმიერ თქვენთვის სასურველ დროს გაქრება თქვენს მიერ გაგზავნილი შეტყობინება. ფუნქცია ხელმისაწვდომია როგორც პირად, ისე ჯგუფურ ჩათებში.

Rakuten Viber-ის შესახებ:

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩათი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებების და ზარების  აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.

[R]

საერთაშორისო საინვესტიციო ბანკმა FT Partners თიბისის ფინტექ გამოცდილებას ვრცელი ინტერვიუ მიუძღვნა

საქართველოს ბანკის ციფრულ პლატფორმას — bogpay.ge-ს ახალი ფუნქციონალი დაემატა