in

Viber Сamp: საქართველოში კონტენტის შემქმნელთა მარათონი იწყება

საქართველოში კონტენტის შემქმნელთა უნარების გასაუმჯობესებლად, Rakuten Viber, ფართომასშტაბიან 30-დღიან უფასო მარათონს, Viber Camp-ს იწყებს. ამ უნიკალურ პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს, გამოცდილების მიუხედავად. Viber-ის ქართველი მომხმარებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან არხი აპლიკაციაში, გაზარდონ მიმდევრების რაოდენობა და აღმოაჩინონ საკუთარი წერის სტილი. პარალელურად, თითოეულ მონაწილეს აქვს შანსი, მოიგოს მთავარი ჯილდო, $20,000 არხის პოპულარიზაციისთვის და სხვა პრიზები.

bog
bog-mob

ავტორებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის განკუთვნილი ეს მასშტაბური ციფრული 30-დღიანი გამოწვევა სპეციალურ Viber Camp chatbot-ში ჩატარდება. ჩეთბოტში მარათონის ყველა მონაწილე რამდენიმე დღეში ერთხელ მიიღებს ახალ, საინტერესო თეორიულ და პრაქტიკულ დავალებას გამოცდილი და ცნობილი მენტორებისგან, როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

Viber camp-ის მენტორები არიან:

გიორგი კონტუაძე – Kraken, Giffer, Burger Inn, Alco Hall-ის თანადამფუძნებელი

  • 11-წლიანი გამოცდილება სოციალურ მედია მარკეტინგში

ზარენა კანჩევა — Rakuten Viber-ის განვითარების დირექტორი

15-წლიანი გამოცდილება სტრატეგიული მარკეტინგისა და კონტენტ მარკეტინგის მიმართულებით

მარათონის ფარგლებში შეირჩევა 10 ფინალისტი, რის შემდეგაც დაიწყება მომხმარებელთა ხმის მიცემა — 10 არხიდან, ხმის მიცემა, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანისთვისაა შესაძლებელი. ამ კენჭისყრაში გამოვლინდება სამიდან 1 გამარჯვებული, ხოლო დანარჩენ ორ გამარჯვებულს მენტორები აირჩევენ.

მარათონის შედეგების მიხედვით, სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება შემდეგი პრიზებით: $20 000 ოდენობის არხის პოპულარიზაციის ბიუჯეტით და iPad Air Gen5-ით.

დანარჩენი 7 ფინალისტი კი $5 000 ოდენობის არხის პოპულარიზაციის ბიუჯეტს მიიღებს Viber-ში.

მარათონში მონაწილეობა უფასოა. Viber Camp-ში რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ მონაწილეობის ფორმა Viber Camp chatbot-ში.

გიორგი კონტუაძე: „თანამედროვე სამყაროში, კონტენტის შექმნა, რომელსაც მაღალი ჩართულობის მაჩვენებელი ექნება, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საქმეა. ეს კონტენტი იქმნება ადამიანების მიერ, რომლებსაც შეუძლიათ ამბის განსხვავებულად მოყოლა და მულტიმედიის — ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს ან სტიკერების დამატება, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ პროცესს. მოხარული ვარ, რომ ვუერთდები ამ საინტერესო გამოწვევას და ვეხმარები Viber Camp-ის მონაწილეებს, შექმნან საინტერესო სივრცე და საერთო ინტერესებს ირგვლივ გააერთიანონ საზოგადოება“.

ზარენა კანჩევა: „მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა, საქართველოში ვითანამშრომლო კონტენტის შემქმნელ აქტიურ საზოგადოებასთან. შემდეგი კვირების განმავლობაში Viber Camp-ში შევეცდებით, შევქმნათ რაღაც ახალი, ჩავატაროთ ექსპერიმენტები და პრაქტიკაში დავნერგოთ ეს გამოცდილება, რათა ყველას დავანახოთ, რა ძალა აქვს კონტენტისა და ტექნოლოგიების გადაკვეთას“.

Viber-ის არხები შესანიშნავი ინსტრუმენტია ყველასთვის, ვისაც აქვს „ხმა“, რათა საკუთარი შემოქმედება დიდ საზოგადოებას გაუზიაროს. მარკეტინგული თვალსაზრისით, ის, რასაც ეს არხები გვთავაზობს, არის ორგანული გზა, სწრაფად მივწვდეთ დიდ აუდიტორიებს და სხვადასხვა ინსტრუმენტის საშუალებით, გავზარდოთ მათი ჩართულობა. აქ არხის შემქნელებს შეუძლიათ, სრულად აკონტროლონ პროცესები: არხის გაშვებიდან დაწყებული, ფანების კონტენტზე რეაგირებისა თუ ბრენდირებული პოსტების გამოყენების გავლით, მონეტიზაციის შესაძლებლობით დასრულებული.

Viber-ის არხებში ბლოგერებს, მედიას, კონტენტის შემქმნელებსა და ბრენდებს შეუძლიათ სიახლეების გაზიარება, ახალი მომხმარებლების მოზიდვა, მათი ინტერესების უკეთ გაგება და საინტერესო ინფორმაციის მიღება; ხოლო არხის მიმდევრებს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით, შეუძლიათ იპოვონ შესაბამისი, უნიკალური და საინტერესო კონტენტი.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩეთი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებებისდა ზარების  აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.

რა არის წარმატებული კონტენტის ფორმულა?

„თუ რამე იდეაზე ფიქრობ, უბრალოდ ადექი და გააკეთე” – ასე შეიქმნა NIKE, უდიდესი სპორტული ბრენდი