in

რა არის Viber Channels, რატომ უნდა გამოვიყენოთ და როგორ გავუწიოთ პოპულარიზაცია

არც ისე დიდი ხნის წინ Viber Messenger-ში კონტენტ კრეატორებისთვის განახლება გამოჩნდა — არხები სტატისტიკით, კომენტარებით, რაიმეს დაგეგმილი დროით გამოქვეყნებით და სხვა სასარგებლო ფუნქციებით. ისინი მედიას, ბლოგერებსა და ბრენდებს საშუალებას აძლევს, სიახლეები გააზიარონ, მოიზიდონ ახალი აუდიტორია, უკეთ გაიგონ მომხმარებელთა ინტერესები და მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია. ხოლო მომხმარებლებს შეუძლიათ, იპოვონ შესაბამისი, უნიკალური და საინტერესო კონტენტი და, ამავდროულად, კონფიდენციალურობა დაიცვან.

აქვე შეგახსენებთ, რომ Rakuten Viber საქართველოში Viber Camp-ს იწყებს — ფართომასშტაბიან 30-დღიან უფასო მარათონს, კონტენტის შემქმნელების უნარების განვითარების მიზნით. ეს უნიკალური პროექტია ქართველი ხალხისთვის, თანაც, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას და არ გჭირდებათ რაიმე გამოცდილება ან გარკვეული პირობების დაკმაყოფილება. გამოცდილი კურატორების ხელმძღვანელობით, საქართველოში მომხმარებლები ისწავლიან როგორ შექმნან მესენჯერ-არხი, მიიღონ მეტი გამომწერი, აღმოაჩინონ საკუთარი წერის სტილი და ასევე, მათ $20 000 Viber-ის შანსი ექნებათ.

Viber Camp-ის შესახებ ყველა დეტალი ხელმისაწვდომია პროექტის გვერდზე. ამასთან, კომპანიას ქართველი მომხმარებლებისთვის შესაბამისი არხი აქვს — Viber საქართველო. ის აგროვებს გლობალურ სიახლეებს Viber-ის ფუნქციების, სტიკერების პაკეტების, სასაცილო პოსტების შესახებ და ა. შ.

რა არის Viber არხები და ვის სჭირდება ისინი?

Viber მესენჯერის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია საკუთარი არხის შექმნა. მისი მეშვეობით, შესაძლებელია აზრების მთელ მსოფლიოში გაზიარება, მომხმარებელთა ინტერესების უკეთ გაგება. თანაც, არხში გაწევრიანებული ადამიანების რაოდენობა შეზღუდული არ არის: ყველას შეუძლია იპოვოს და გამოიწეროს საჯარო არხი. ე. წ. „სუპერ ადმინები“ და ადმინები კი თავად არიან პასუხისმგებელნი არხის განვითარებაზე, მის პოპულარიზაციაზე, კონტენტის გამოქვეყნებასა და აუდიტორიასთან ურთიერთქმედებებზე.

საგულისხმოა, რომ არხებს ფუნქციების ფართო სპექტრი აქვს. მათში ავტორებს შეუძლიათ, გამოაქვეყნონ როგორც ტექსტური, ისე ვიზუალური კონტენტი, დაამატონ სტიკერები და გიფები. ასევე, შესაძლებელია ხმოვანი შეტყობინებების ან ორიგინალური ვიდეო მესიჯების გაგზავნა, გამოკითხვებისა და ვიქტორინების ჩატარება — მოკლედ, მომხმარებლებისთვის საინტერესო და შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა.

არხების მნიშვნელოვანი მახასიათებელია უსაფრთხოება. არხის წევრების ფარული სიით, მომხმარებლებს შეუძლიათ, კონფიდენციალურობა შეინარჩუნონ — სია მხოლოდ ადმინისტრატორებისთვის და სუპერ ადმინებისთვის არის ხელმისაწვდომი. ხოლო მომხმარებლებს მხოლოდ არხის წევრების მთლიანი რაოდენობის ნახვა შეუძლიათ. ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს უსაფრთხოებას.

როგორ შევქმნათ არხი?

ამის გაკეთება ძალიან მარტივია — მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით. ამისათვის საჭიროა, Viber-ში ჩათის ფანჯარა გახსნათ, დააკლიკოთ ღილაკზე „მიმოწერების დამატება“ და აირჩიოთ „არხის შექმნა“.

ამის შემდეგ შეიყვანეთ არხის სახელი და მისი მოკლე აღწერა, ატვირთეთ ფოტოც. აღწერილობაში უნდა გამოიყენოთ საკვანძო სიტყვები, რომლებიც არხის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მოიცავს: მის საგანსა და მიმართულებას — ასე პოტენციურ აბონენტებს მეტად გაუადვილდებათ არხის პოვნა.

ბოლოს კი დააჭირეთ „დასრულებას“ და არხი მზადაა“ თქვენ ავტომატურად ხდებით მისი სუპერადმინი და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ადმინების დამატებაც შეგიძლიათ. ამასთან, ერთ-ერთი ფუნქცია იმის საშუალებას იძლევა, რომ არხისთვის თემატური ფონი დაამატოთ 1920×1920 პიქსელით (მობილური) ან 1920×1080 დესკტოპისთვის.

არხის კონტენტი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არხში შესაძლებელია ტექსტური ჩანაწერების, ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის — ამას ემატება GIF-ების, AR ლინზების გაგზავნის და ვიდეოებზე ბმულების დამატების ფუნქციები. არხებზე რაიმე დაგეგმილ დროს კონტენტის გამოქვეყნების შემთხვევაში, შეგიძლიათ, წინასწარ მოამზადოთ პოსტები და განსაზღვრულ გეგმას მიჰყვეთ. ასევე, მისაღებია პოსტის გამოქვეყნების შემდეგ დარედაქტირება და დაფორმატება.

არხის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე ყურადღების მისაქცევად, არხის ადმინისტრატორებს შეუძლიათ შერჩეული შეტყობინებების ჩამაგრება ჩათის ზედა ნაწილში, რათა მათ ძიებაში დრო არ დაკარგოთ.

ცალკე, აღსანიშნავია არხის აბონენტების შესაძლებლობა, 36 ენაზე თარგმნონ ნებისმიერი პოსტი არხშივე, ერთი დაწკაპუნებით — გამოდის, თუ საერთაშორისო აუდიტორიისთვის გსურთ პერსონალური ბრენდის შექმნა, რამდენიმე ვერსია არ არის საჭირო სხვადასხვა ენისთვის.

აუდიტორიასთან ურთიერთქმედება 

აუდიტორიასთან სწორი ინტერაქცია არხის განვითარებაში დაგეხმარებათ — კერძოდ, გაზარდოთ არსებული აუდიტორიის ლოიალობა და მოიზიდოთ ახალი აბონენტები. ასევე, შეგიძლიათ მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია და გამოხმაურება აბონენტებისგან.

არხის მომხმარებლებს შეუძლიათ, თავიანთი დამოკიდებულება პოსტების მიმართ, არხებში არსებული ერთ-ერთი რეაქციის (სიხარული, სევდა, გაოცება და ა. შ.) არჩევით აჩვენონ.
ამას გარდა, არხებზე კომენტარებიც არის. კომენტარების დატოვებით მომხმარებლები ერთმანეთში ცვლიან აზრებს, განიხილავენ საკითხებს და ა. შ. ამასთან, ამ პარამეტრების ჩართვა/გამორთვა ნებისმიერ დროს შეიძლება.

ურთიერთქმედების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ზემოთ ხსენებული გამოკითხვები, სახალისო ტესტები და ვიქტორინები. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს აუდიტორიის ლოიალობისა და ჩართულობის გაზრდას. ამის გაკეთება კი ძალიან ადვილია:  მაგალითად, არხზე გამოკითხვის შესაქმნელად, უნდა აირჩიოთ დიაგრამის ხატულა ქვედა ზოლში, შეიყვანოთ შეკითხვა და მიუთითოთ პასუხების ვარიანტები. ვიქტორინის რეჟიმში ასევე უნდა მიუთითოთ სწორი პასუხი, რომელიც პასუხის ვარიანტის არჩევის შემდეგ გამოჩნდება მომხმარებლისთვის.

გარდა ამისა, სუპერ ადმინებსა და ადმინისტრატორებს შეუძლიათ, ჩართონ ფუნქცია „მიეცეთ წევრებს დაკავშირების უფლება“ — იგულისხმება პირადი შეტყობინებების გამოგზავნა.

ანალიტიკა

გამომწერებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანია მათი ინტერესებისა და პრეფერენციების გაგება. Viber არხები შეიცავს მოწინავე ანალიტიკას და ინფორმაციას სუპერ ადმინისტრატორებისთვის. მისი საშუალებით შეგიძლიათ, გაანალიზოთ მომხმარებლების დემოგრაფია (დემოგრაფია ხელმისაწვდომია არხებისთვის, რომლებსაც 1K აბონენტი ჰყავთ), მათი ქცევა, ჩართულობა და რეაქციები, გაიგოთ, რა ტიპის კონტენტი აინტერესებთ მათ ყველაზე მეტად.

სრული ანგარიშის გასახსნელად აირჩიეთ „არხის სტატისტიკა“ და „არხის ინფორმაცია“, შემდეგ აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო პერიოდი: კვირა, 14 დღე ან ბოლო 30 დღე. მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება სუპერადმინისთვის, ასეთია: აქტიური მომხმარებლები, აუდიტორიის ზრდა და გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა, ასევე არხის ახალი და გასული წევრების დინამიკა, შეტყობინებებზე რეაქციები, აუდიტორიის გეო და ასაკობრივი გრაფიკი.

ადმინისტრატორებს აქვთ წვდომა არხის პოსტის ანალიტიკაზე. ასე რომ, ნებისმიერ პოსტზე დაწკაპუნებით და „ინფორმაციის“ არჩევით შეგიძლიათ იხილოთ უნიკალური ნახვების, დაწკაპუნების, რეპოსტების, მოწონებების და რეაქციების რაოდენობა.

ალბათ, უკვე იცით, რომ Marketer.ge-საც აქვს საკუთარი არხი Viber Messenger-ში (თუ ჯერ არ გამოგიწერიათ, შეგიძლიათ, უცბად დაემატოთ და შემდეგ განაგრძოთ სტატიის კითხვა). ამ დროისთვის ვაიბერში მარკეტერს უკვე 37 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ისინი ყოველდღიურად იღებენ შეტყობინებებს გამორჩეულად საინტერესო სიახლეების შესახებ. ასევე, ეს სივრცე საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა სხვადასხვა გამოკითხვის თუ გათამაშების ჩასატარებლად — მაგალითად, სწორედ აქ გათამაშდა კვარას ორი მაისური.

ნახეთ: Neolea-ს ზეითუნის ზეთის მინიმალისტური ლოგო და დიზაინი

ჩემი ფავორიტი 3 რეკლამა – გოგიტა ჩიკვაიძე