in

მესენჯერის შემდეგ, ღამის რეჟიმი Viber-საც დაემატა

სულ ცოტა ხნის წინ Facebook-ის მესენჯერს ღამის რეჟიმი დაემატა, რომლის მიზანიცაა, სიბნელეში აპლიკაციით სარგებლობა მეტად კომფორტული გახადოს. სწორედ ამ მოტივით ახლახან Viber-მაც გაააქტიურა ღამის რეჟიმი. განსხვავება, ამ შემთხვევაში, ისაა, რომ ფუნქცია მას დაფარული არ ექნება. იმისთვის, რომ ეს რეჟიმი ჩართოთ, საჭიროა, გადახვიდეთ პარამეტრებში და იქ მყოფ სექციაში “appearance” მარტივად იპოვით აღნიშნულ რეჟიმს. მის გასააქტიურებლად კი აუცილებელი პირობაა, მობილურში აპლიკაციის ბოლო ვერსია გქონდეთ დაყენებული, ხოლო თუ არ გაქვთ და გსურთ ეს რეჟიმი, მაშინ გირჩევთ, იგი განაახლოთ.

BOG
BOG

გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“

KFC, კრეატიული პროექტებისთვის, შემოწირულობას აგროვებს