in

Viber საქართველოში შემოდის

Rakuten Viber საქართველოში შემოდის და თბილისში საოპერაციო ოფისს ხსნის. კომპანია საქართველოში მობილური აპლიკაციების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. Rakuten Viber-ის თბილისის გუნდი სხვა მიმართულებებთან ერთად, იმუშავებს iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების დახვეწა-განვითარებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებაზე. Rakuten Viber-ს მთელ მსოფლიოში 500 თანამშრომელი ჰყავს.

Viber-ს საქართველოში 1,7-მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს ყოველთვიურად. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით აქვს ოფისები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ისრაელში, ლუქსემბურგში, ბელარუსში, ბულგარეთში, სინგაპურში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.

Solar Orbiter-მა მზის საუკეთესო სურათი გადაიღო

„სითი მოლი“–ს ლოიალობის ინოვაციური ციფრული პლატფორმა – “THE CITY MALL”