in ,

iOS-ის მომხმარებლებისთვის Viber, Pinterest, TikTok, Tinder, თუ Spotify შეფერხებით მუშაობს და ეს Facebook-ის ბრალია

დღეს, ისეთი პოპულარული აპლიკაციები, როგორიცაა Viber, Pinterest, TikTok, Tinder თუ Spotify iOS-ის მომხმარებელთათვის შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ Down Detector-ზე და ასევე, Spotify-ს მიერ გამოქვეყნებულ ტვიტში ვკითხულობთ. შეფერხებებს iPhone-სა და iPad-ში ვხვდებით, მაშინ როცა პლატფორმების Android და დესკტოპ ვერსიები ჩვეულებრივ მუშაობს.

მომხმარებელთა ნაწილი აპლიკაციებს შორის კავშირს ეძებს. პირველად ანალიზზე დაყრდნობით, მათი მწყობრიდან გამოსვლა Facebook-ის iOS SDK-ს უკავშირდება. ამის შესახებ Facebook For Developers-ის გვერდზე ვკითხულობთ. უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, ჩამოთვლილთაგან ყველა პლატფორმა Facebook-იდან შესვლას გვთავაზობს და ამისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებში არსებული პრობლემები აპლიკაციების გამოყენების მხრივ სირთულეებს წარმოშობს. ეს პრობლემა აქტუალურია მაშინაც, თუ აპლიკაციებში შესასვლელად (ავტორიზაციისთვის) ფეისბუკს სულაც არ იყენებთ.

https://twitter.com/SpotifyStatus/status/1281542997906202625

https://twitter.com/rosiepercy/status/1281550517680975872

https://twitter.com/peterjuras/status/1281546942049288192

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემა Spotify-ს ორი თვის წინაც ჰქონდა, იმავე მიზეზით და სავარაუდოდ, პროგრამული შეფერხების აღმოფხვრას ფეისბუკის დეველოპერები მალე შეძლებენ.

რაჭაში, სვანეთსა და ზემო იმერეთში ტურიზმის განვითარებისთვის, ევროპა, € 860 000-ს გამოყოფს 

DZE _ Georgian Project-ის ბრენდინგი