in

Spotlight Tech: გაიგეთ, რა გელით „ვაიბერის“ ვორქშოპზე

Spotlight Tech-მდე სულ ცოტა დრო რჩება. 1-2 ივნისს, Raddison Blu Iveria-ში სტუმრები ტექნოლოგიებზე სასაუბროდ შეიკრიბებიან. Spotlight Tech 2018 წლიდან ტარდება, ხოლო თავად ღონისძიების ისტორია უკვე 11 წელს მოითვლის. ამჯერად, ღონისძიების მთავარი თემაა „გაკვეთილები“.

ათეულობით სპიკერის გამოსვლების პარალელურად, Spotlight-ის სტუმრებს ვორქშოპებსა და მასტერკლასებზეც შეეძლებათ დასწრება, რომელთა შორისაცაა Rakuten Viber-ის მასტერკლასი, მთავარი თემით „ჩეთზე მეტი: რატომ სჭირდებათ ბიზნესებს მესენჯერ აპლიკაციები?“. ვორქშოპი 1-ლ ივნისს ჩატარდება.

საკომუნიკაციო აპლიკაციები, მესენჯერები, აღარ არის მხოლოდ ყოველდღიური არაფორმალური კომუნიკაციებისათვის. ის ეტაპობრივად ბიზნესამოცანების გადასაწყვეტად საჭირო და შეუცვლელ ხელსაწყოდ იქცა, რომელიც ფუნქციების ფართო სპექტრს მოიცავს და პროფესიონალური კომუნიკაციისთვის შესაბამის გარემოს ქმნის, ზრდის შედეგიანობას და კომპანიებს მომხმარებლებთან დაახლოების საშუალებას აძლევს.

Rakuten Viber-ის შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნობიან მესენჯერი აპლიკაციების იმ შესაძლებლობებს, რაც ბიზნესის განვითარებისთვისაა საინტერესო. ინტერაქციული დისკუსიის გარდა, პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, ვორქშოპის მონაწილეები გაიგებენ, როგორ გააუმჯობესონ მესენჯერი აპლიკაციის გამოყენება ბიზნესის მიზნებისთვის და განავითარონ მარკეტინგული სტრატეგია ამ ციფრული ინსტრუმენტის დახმარებით.

პრაქტიკულ ვორქშოპს გაუძღვებიან Rakuten Viber-ის ექსპერტები: Rakuten Viber-ის რეგიონული განვითარების დირექტორი ჯამილია შაიხუტდინოვა და ევროპის ბაზრის პარტნიორობის ხელმძღვანელი ალიონა აირაპეტიანი.

Blue Origin-მა 90 წლის კაცი კოსმოსში გაუშვა!

Nokia 3210 განახლებული სახით ბრუნდება!