in

როგორი იქნება Viber-ის განახლებული ვერსია?

ფეისბუკ მესენჯერი უკვე განახლდა. ჯერი Viber-ზეა, რომლის Viber 10 ციფრულ ბაზარზე გამოსვლისთვის ემზადება. Viber-ის ახალი მესენჯერი უფრო მარტივია, ხოლო შეტყობინებების მიმოცვლის სიჩქარე ორჯერ გაიზარდა. როგორც ამბობენ აპლიკაციის ახალი ფუნქციები პირადი ინფორმაციის დაცვას უზრუნველყოფს და გაამარტივებს მომხმარებელთა ჯგუფებს შორის კომუნიკაციას. აპლიკაციით კონტაქტი მობილური ნომრების გაცვლის გარეშეც იქნება შესაძლებელი. მომხმარებლის მოსაძებნად და საუბრის დასაწყებად მომხმარებლის სახელის მითითებაც საკმარისი იქნება. განახლებულ Viber-ში ერთდროულად ხუთ მომხმარებელთან საუბარს შეძლებთ. ამ დროისთვის, ჯგუფური ზარი მხოლოდ აუდიო ფორმატშია შესაძლებელი, თუმცა, სამომავლოდ, ერთდროულად რამდენიმე ადამიანს ვიდეო რეჟიმშიც გაესაუბრებით. გაიზრდება აუდიოზარში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაც. მასშტაბური ცვლილება აპლიკაციის სხვა ფუნქციებსაც შეეხო. გამარტივდა ნავიგაცია და კონტენტთან წვდომა. განახლდა განხორციელებული ზარების ფანჯარაც. განახლებული Viber აპლიკაციების მაღაზიებში App Store და Google Play უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

 

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა

5 ნიშანი იმისა, რომ კორპორატიული კულტურა დარღვეულია