in

“Tech Landscape of Georgia” – Viber-ის წარმომადგენლი BTU-ს ორგანიზებულ Techworking Georgia-ზე

სულ ახლახანს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიება Techworking Georgia გაიმართა.

ღონისძიება რამდენიმე ნაწილს აერთიანებდა – Pitch Yourself – სტუდენტების Showcase, სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსსა და Angel ინვესტორებთან Networking სესიას.

ღონისძიების საბოლოო კომპონენტი პანელური დისკუსია იყო, თემაზე “Fundraising 101”, რომლის ფარგლებშიც BTU-ს გლობალური სტარტაპ ფონდის ქსელის ინვესტორები, საერთაშორისო ვენჩურული ფონდების წარმომადგენლები და სტარტაპები საკუთარ ხედვებსა და გამოცდილებებს დამსწრე საზოგადოებას უზიარებდნენ.

Techworking Georgia-ს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი Rakuten Viber–ის წარმომადგენლის, დორინგ ჰოფტის, გამოსვლა იყო თემაზე “Tech Landscape of Georgia”. Rakuten Viber საქართველოში 2022 წლიდან შემოდის და თბილისში ახალ ოფისს ხსნის. Viber-ის წარმომადგენლობა სამომავლოდ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.

Meta აყალიბებს AI პლატფორმას, რომელიც პროთეზების შექმნას გააადვილებს

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, თუ აუზზე სიარული გიყვართ