Best Mobile App Awards ყოველთვიურად საუკეთესო მობილურ აპლიკაციებს წარადგენს. მობილური აპლიკაცია „ვიცი“ (VICI App), რომელიც კომპანია ჯეოსელისა და ლივინგსტონის ერთობლივი ნამუშევარია, 2017 აპრილის საუკეთესო საგანმანათლებლო მობილურ აპლიკაციად დასახელდა. VICI App არის ინოვაციური პლატფორმა სტუდენტებისთვის, რომლის მიზანია მოტივაციისა და განათლების საშუალო დონის ამაღლება სტუდენტთა შორის. აღნიშნული პლატფორმა ეფუძნება სპეციალურ ბონუს სისტემას.
VICI-ს პლატფორმას გააჩნია სპეციალური, ქულების დაგროვების პრინციპზე აგებული აპლიკაცია, რომელიც სტუდენტის მიერ თანხმობის შემთხვევაში, სისტემას აკავშირებს უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზასთან. შედეგად, აპლიკაცია უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებას, გამოითვლის სტუდენტის აკადემიური მოსწრების შედეგს და ადგენს მის პოზიციას/რეიტინგს საერთო მონაცემების ფონზე. აკადემიური მოსწრების მიხედვით, სტუდენტები მთელი წლის განმავლობაში იღებენ ე.წ. „ბეჯებს“ და ინტერნეტ ბონუსებს ჯეოსელისგან. აკადემიური შედეგების საფუძველზე, დაგროვილი ქულების მიხედვით, სტუდენტი ეცნობა თავის პოზიციას საერთო მონაცემების რეიტინგში, რაც უკეთესად სწავლის მოტივაციაა. გარდა ამისა, გამოყენებული “გეიმიფიკაციის” ელემენტების – PBL (Points, Badges, Leaderboards) მეშვეობით, სტუდენტს მეტი მიზეზი აქვს, რათა სცადოს უფრო მაღალი ქულების დაგროვება. ამ აპლიკაციით მხოლოდ სტუდენტს აქვს საკუთარ ქულებზე წვდომის საშუალება. მის მონაცემებთან სხვა პირს წვდომა არ გააჩნია.