12
Aug
2019

Ad Black Sea 2019-ზე, “ემოციების დიზაინზე” სასაუბროდ ვიქტორია დიასია მოწვეული

12 Aug 2019

ქართულ საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალს Ad Black Sea ბრენდინგის ინოვატორი ვიქტორია დიასი ეწვევა. ფესტივალი 19-21 სექტემბერს, ბათუმში გაიმართება. წელს, Ad Black Sea მეხუთედ ჩატარდება და კიდევ ერთხელ შეკრებს 600-ზე მეტ დელეგატს, 15-ზე მეტი ქვეყნიდან. რაც შეეხება ვიქტორია დიასს, ის მოდის ბრენდინგის სპეციალისტი ფესტივალის სპიკერია. Ad Black Sea 2019-ზე მისი სასაუბრო თემა იქნება “ემოციების დიზაინი”. ვიქტორია არაერთ საერთაშორისო ბრენდთან, სტუდიასთან და სააგენტოსთან თანამშრომლობს. აქვს თავისი სტუდია Victoria Dias Studio. მოდის ბრენდინგის მიმართულებით, ის მუშაობს კონცეპტუალურ პროდუქტებზე, კვლევასა და ანალიტიკაზე. ბოლო 15 წელია, ვიქტორია, თავის გუნდთან ერთად, იკვლევს მაკრო ტრენდებს ისეთ მთავარ ინდუსტრიებში, როგორებიცაა მოდა, სტუმარმასპინძლობა, ინდუსტრიულ იდიზაინი, კვება, ჯანმრთელობა, გართობა… მისი სააგენტო ქმნის სტრატეგიულ ინფორმაციულ პაკეტებს სააგენტოებისა და კომპანიებისთვის.

განხილვა