Victoria’s Secret-ის ისტორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების გამოყოფა შეიძლება. თავდაპირველად, პროდუქცია, მამაკაცზე იყო ორიენტირებული – მას საშუალებას აძლევდა, საყვარელი ქალისთვის კარგი საჩუქარი გაეკეთებინა. მოგვიანებით, ძირითადი აქცენტი გადაერთო იმაზე, თუ რა სურთ ქალებს. უკანასკნელ პერიოდში კი, მომხმარებლის მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა სხეულის ბუნებრივი, პოზიტიური მახასიათებლების ხაზგასმაზე და არა ერთეული, განუმეორებელი სილამაზის წარმოჩენაზე. ბოლო დიდი სვლა 2022 წლის 8 თებერვალს უკავშირდება, როცა Victoria’s Secret-მა ოფიციალურად გადაწყვიტა მეტავერსში შესვლა – ვირტუალ სივრცეში, სადაც საკუთარი დიზაინერული ჩანაფიქრების რეალიზაციას ციფრული საქონლის შექმნით შეძლებს. ამის შესახებ აშშ-ის პატენტისა და სასაქონლო ნიშნის ოფისში შეიტანილი აპლიკაციით ვიგებთ.
Victoria’s Secret-ის განცხადების მიზანი ვირტუალურ სივრცეში გამოყენებადი უნიკალური სასაქონლო ნიშნის მიღებაა. ტექსტში ინფორმაციას ვხვდებით, ისეთი საქონლის შესახებ, როგორიცაა ვირტუალური ტანსაცმელი, საცვლები, ფეხსაცმელი, ჩანთები, სათვალეები და მოდის სხვა აქსესუარები.